მასპინძლობის მენეჯმენტის საერთაშორისო პროგრამა აღმასრულებელთათვის
29 მაისი 2018
POSTGRADUATE DIPLOMA IN INTERNATIONAL HOTEL MANAGEMENT - EXECUTIVE PROGRAM

მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შესული შვეიცარული სკოლა, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით, Les Roches საქართველოში ოპერირებას იწყებს. მსოფლიოს ლიდერი სკოლა პროგრამას საქართველოში და ზოგადად, რეგიონში პირველად განახორციელებს.
სკოლა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყებს ფუნქციონირებას.


იხილეთ ინფორმაცია რეიტინგის შესახებ მითითებულ ბმულზე: https://www.lesroches.edu/about/best-hospitality-schools-in-the-world

Les Roches უნივერსიტეტი 1954 წელს დაარსდა, Les Roches არის კერძო ინსტიტუტი, რომელიც ეფუძნება შვეიცარიული გამოცდილების ექსპერიმენტულ სწავლებას.

ზურაბ პოლოლიკაშვილი - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიმართვა

სასტუმრო ინდუსტრია კარიერული წინსვლის უამრავ შესაძლებლობას იძლევა, რადგან ტურიზმი და მოგზაურობა ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანისათვის ხდება ხელმისაწვდომი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მსოფლიოს წამყვან სასტუმროებს და სტუმართმასპინძლობის ინუსტრიასთან დაკავშირებულ კომპანიებს სჭირდებათ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები საერთაშორისო ხედვით, რომლებიც სათავეში ჩაუდგებიან მათ ამბიციურ ზრდის სტრატეგიას.  ისინი ყოველწლიურად სტუმრობენ ჩვენს უნივერსიტეტს სტუდენტების მისაზიდად, რადგან მათ აქვთ საჭირო კვალიფიკაცია და ზედმიწევნით კარგად ესმით სასტუმრო ინდუსტრიის არსი.  ჩვენ გიწვევთ და საშუალებას გაძლევთ, თავად აღმოაჩინოთ, თუ რატომ არის Les Roches Marbella მსფლიოში მეორე სკოლა სტუმართმასპინძლობის მენეჯმენტის დარგში მათთვის, ვინც საერთაშორისო კარიერისკენ მიისწრაფვის. (QS, 2017).





კურსის მიმოხილვა

სასწავლო პროცესი ხორციელდება საქართველოში, სტუდენტს უწევს ესპანეთში გამგზავრება ორი კვირით იმ შემთხვევაში თუ არ აქვს მასპინძლობის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება და ერთი კვირით თუ ინდუსტრიაშია დასაქმებული.
9-თვიანი აკადემიური პერიოდის განმავლობაში ჩვენი კომბინირებული სასწავლო მოდელის საშუალებით სტუდენტები გაივლიან 9 თეორიულ და 2 სასემინარო მოდულს, რომლებიც მოიცავს ბიზნესმენეჯმენტის საფუძვლებს და თანამედროვე მასპინძლობის საქმის ლიდერებისთვის საჭირო ახალ კონცეფციებს.
თეპრიული მოდულები მიმდინარეობს 9 თვის განმავლობაში, საღამოს საათებში და დასვენების დღეებში ისე რომ სტუდენტს არ შეეშალოს ხელი სამუშაო გრაფიკთან.





საწარმოო პრაქტიკა

კომბინირებული პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტებს მოეთხოვებათ 6-თვიანი საწარმოო პრაქტიკის კურსის  ან თავიანთ პოზიციაზე/კომპანიაში Les Roches Marbella- ს მიერ ორგანიზებული სტაჟირების გავლა.
საწამოო პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტები ახლად შეძენილ უნარებსა და ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ საერთაშორისო სასტუმროებსა და მასპინძლობის საქმის სხვადასხვა დაწესებულებაში. სტაჟირების დროს ბევრი სტუდენტი იწყებს ტრეინინგ პროგრამას მენეჯმენტში.


მასპინძლობის მენეჯმენტის პროგრამა აღმასრულებელთათვის

პრესტიჟი, რომელიც ხელს შეუწყობს მიაღწიოთ კარიერის მწვერვალს სტუმართმასპინძლობის მენეჯმენტში Les Roches Marbella-ს ახალი საერთაშორისო პროგრამა  სასტუმროების მართვაში საშუალებას აძლევს დასაქმებულ პროფესიონალებს, შეიძინონ ისეთი კონცეფციების ცოდნა და გამოცდილება, რომლებიც ამ სფეროს მომავალს განსაზღვრავს.
დასაქმებულ პროფესიონალებს კომბინირებული პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს შეუთავსონ სწავლა და კარიერა.
კურსის ბოლოს სტუდენტები არა მხოლოდ დაეუფლებიან უნივერსალურ ბიზნეს უნარ-ჩვევებს, არამედ შეიძენენ ლიდერობის ინოვაციურ ხედვას, რესურსების მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს, რაც დაეხმარება მათ სტუმართმასპინძლობის სფეროში წარმატების მიღწევაში.


მასპინძლობის მენეჯმენტის პროგრამა აღმასრულებელთათვის

9-თვიანი კომბინირებული პროგრამა, პლუს 6-თვიანი საწარმოო პრაქტიკა კომბინირებული სწავლების მოდელი —  პროგრამა აერთიანებს სწავლებას კამპუსში, ინდივიდუალურ კურსებს, Les Roches პრაქტიკოსი ლექტორების მიერ უზრუნველყოფილ დისტანციურ სწავლებას და 6-თვიან საწარმოო პრაქტიკას.


კურსდმთავრებულთა ქსელი  - ჯგუფელები დღეს -  ქსელი ხვალ

Les Roches -ის კურსდამთავრებულთა გლობალური ასოციაცია (Les Roches Global Alumni Association), 12,000 წევრით 139 ქვეყანაში, გთავაზობთ წვდომას ფასდაუდებელ ქსელურ რესურსზე. სწავლის დამთავრების შემდეგ თქვენ გახდებით ასოციაციის წევრი და მეგობრებთან ურთიერთობის გარდა გეძლევათ დასაქმების შესაძლებლობაც ამ ცვალებად ინდუსტრიაში.




Les Roches - როგორც პირველ ინგილსურენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტს სასტუმრო ინდუსტრიის მართვაში ესპანეთში, გვაქვს პატივი, ჩვენს სტუდენტებს შევძინოთ ყველა საჭირო უნარი, რაც მათ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში სტუმართმასპინძლობის სფეროში წარმატების მისაღწევად დასჭირდებათ. ჩვენ სწავლების უნიკალური ექსპერიმენტული მიდგომების, ინტენსიური საგანმანათლებლო მეთოდებისა და მულტიკულტურული სასწავლო გარემოს   დახმარებით ვნერგავთ სტუდენტებში მისწრაფებას სრულყოფილებისკენ და მაღალი სტანდარტებისკენ, რაც პროფესიონალი ლიდერების განვითარების საფუძველია. ჩვენი ულტრათანამედროვე კამპუსი ესპანეთში, ხმელთაშუაზღვის ულამაზეს ქალაქ მარბელაში მასპინძლობს მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნის სტუდენტს, რომელთაც სასტუმრო საქმის სიყვარული აერთიანებთ.


ბოლო წლებში იზრდება მოთხოვნა სათანადოდ გაწვრთნილ სპეციალისტებზე, გამოცდილ მენეჯერებსა და სტრატეგებზე, რომლებიც შემოქმედებითად აზროვნებენ და მზად არიან, მართონ ბიზნესი მზარდ კონკურენტულ ბაზარზე. 

Les Roches-ის პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ, ისარგებლოთ იმ უსაზღვრო შესაძლებლობებით, რომელთაც ეს საოცარი ინდუსტრია გთავაზობთ. ყოველწლიურად მსოფლიოს 60-ზე მეტი საუკეთესო ბრენდი სტუმრობს Les Roches კამპუსს სტუდენტების მისაზიდად პრეზენტაციებზე, ინტერვიუებსა და პროფესიულ ვორქშოფებზე. შედეგად, Les Roches აქვს საუცხოო დასაქმების მაჩვენებელი. Les Roches კარიერული განვითარებისა და დასაქმების ოფისი უზრუნველყოფს პირისპირ ინტერვიუებისთვის მომზადებას, ორგანიზებას და კონსულტაციას. ონლაინ პლატფორმის საშუალებით დაგეხმარებათ, მართოთ განაცხადების გაგზავნის პროცესი და გაგიწევთ კარიერაზე ფოკუსირებულ კონსულტაციები. ამასთან, Les Roches აწყობს ვორქშოფებს და მასტერკლასებს ამ სფეროს წამყვან პროფესიონალებთან ერთად. მათ შორის, პროექტის მენეჯმენტში, ადამიანური რესურსების მართვაში, კარიერულ ზრდასა და განვთარებაში.


დაშვების პირობა

ასაკი - მინიმუმ 24 წელი.


განათლება ან გამოცდილება

აპლიკანტი უნდა ფლობდეს აკრედიტირებული ბაკალავრის ხარისხს ან დიპლომს (სასურველია - მაგრამ არა სავალდებულო - ტურიზმის, ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის დარგში) და ჰქონდეს არანაკლებ 4 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში.
ბაკალავრის ხარისხის არმქონე, მაგრამ მინიმუმ 5-წლიანი, დოკუმენტურად დადატურებული სამუშაო გამოცდილების მქონე  კანდიდატების განაცხადებები ინდივიდუალურად იქნება განხილული.
აკადემიური ხარისხის არმქონე პირებზე გაიცემა პროფესიული განათლების დიპლომი.

კვალიფიკაცია ინგლისურ ენაში

თუ თქვენი მშობლიური ენა ინგლისური არ არის ან თუ არ სწავლობდით ინგლისურენოვან გარემოში სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში მაინც, გთხოვთ დაურთოთ შემდეგი:

TOEFL: მინიმუმ 525  ქულა „paper based“ ტესტში ან 70 ქულა „internet based“ ტესტის შემთხვევაში.
FCE: ქულა C - გთხოვთ ასევე დაურთოთ შედეგების შესახებ ანგარიში დეტალური  პროფილით.
IELTS: აკადემიური მოდულის მინიმუმი. ჯამური ქულა 5.5 და მინიმუმ  5.0 თითოეული ნაწილისთვის (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი).

ინგლისური ენის ყველა სერთიფიკატი გაცემული უნდა იყოს კურსზე დაშვებამდე  არაუმეტეს 12 თვით ადრე.

თუ თქვენ არ აკმაყოფილებთ ინგლისური ენის კვალიფიკაციის ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს განაცხადის შემოტანისთვის ან თქვენი ტესტის ოფიციალური შედეგი ხელმისაწვდომი არ არის, თქვენ უნდა ჩააბაროთ Les Roches Marbella-ს მისაღები გამოცდა ინგლისურ ენაში და ამის შემდეგ წარმოადგინოთ  ინგლისური ენის გამოცდის ოფიციალური შედეგები.

სწავლის ღირებულება 15, 235 ევრო.
სააპლიკაციო განაცხადის ღირებულება 250 ევრო.

როგორ შევიტანოთ განაცხადი
თქვენი განაცხადი უნდა მოიცავდეს სრულყოფილ CV-ს, სწავლის გეგმას და სწავლის შემდგომ გეგმას, ვადიან სამედიცინო ცნობას და პასპორტის ასლს
ყველა დოკუმენტი უნდა წარმოადგინო ინგლისურ ენაზე, დამოწმებული ნოტარიულად

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 5 ოქტომბერი
სწავლის დაწყების თარიღი: 4 ნოემბერი


განაცხადი გამოგვიგზავნეთ მეილზე: manana.ugulava@ec.sommet-education.com


წინასწარი სარეგისტრაციო ფორმა




აპლიკაციის ფორმა