ჩაბარებასთან დაკავშირებული პროცედურები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივესრიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით.

ჩვენი კოდი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას:

  • ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი - 1950101
  • ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები - 1950102
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები - 1950103
  • მენეჯმენტის საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამა - 1950101
  • ფინანსების საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამა - 1950102

ყველა საბაკალავრო პროგრამაზე, ჩასაბარებელი საგნები განისაზღვრება შემდეგნაირად:

• ქართული ენა და ლიტერატურა - წონა 3
• ზოგადი უნარები - წონა 3
• უცხოური ენა - წონა 3
• მათემატიკა/ისტორია/გეოგრაფია/ლიტერატურა/ფიზიკა/ქიმია/ბიოლოგია/სამოქალაქო განათლება - წონა 3

საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამებზე მოსახვედრად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატი ან გაიაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა.

ბიზნესისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის საშუალებით:


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმატებით უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი:
საერთო სამაგისტო გამოცდის (ტესტის ტიპი B) ოთხი კომპონენტიდან, გადალახოს სამი კომპონენტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი

  1. ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი.
  2. ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში.