საბიბლიოთეკო მომსახურება

BTU-ს საბიბლიოთეკო მომსახურება ითვალისწნებს შემდეგ სერვისებს:

წიგნის გატანა

ა) როგორ გამოვიტანოთ წიგნი

  • პირადად მიმართავთ ბიბლიოთეკარს და იღებთ შემდეგ ინფორმაციას:
  • ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის საინტერესო წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში;
  • შეგიძლიათ თუ არა წიგნის გატანა;
  • რამდენი დღით შეგიძლიათ წიგნის გატანა;
  • სად და როდის შეგიძლიათ წიგნის გატანა;
  • თუ წიგნი არ არის ჩვენს ბიბლიოთეკაში, შეგიძლიათ თუ არა ბიბლიოთეკათშორისი სერვისით მისი მიღება;
  • იმ შემთხვევაში თუ წიგნი არ მოიპოვება ჩვენს პარტნიორ ბიბლიოთეკებში, სად შეგიძლიათ მისი მოძიება.
შეუკვეთოთ ელექტრობულად:

წიგნის ელეტრონულად შეკვეთისათვის უნდა შეავსოთ შესაბამისი მოთხოვნის ფორმა.

შეკვეთის გაკეთებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, ელ. ფოსტის საშუალებით თქვენ მიიღებთ ინფორმაციას წიგნისხელმისაწვდომობის შესახებ;

დაჯავშნილი წიგნი მკითხველს ენახება 2 დღის განმავლობაში;
სასურველია, წიგნის შეკვეთის ელექტრონულ ფორმატში ზუსტად მიეთითოს წიგნის ავტორი და დასახელება;
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით ავტორის გვარი ან წიგნის დასახელება, საჭირო ლიტერატურის დადგენა შეგიძლიათ ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში;

ბ) რომელი წიგნების გატანაა შესაძლებელი ბიბლიოთეკიდან?

თითოეული საბიბლიოთეკო ერთეულის გატანა/არგატანა დამოკიდებულია წიგნის კატეგორიაზე, რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე.

ბიბლიოთეკიდან გაიცემა ყველა ის საბიბლიოთეკო ერთეული, რომელიც ქვემოთ მოცემულ კატეგორიას არ მიეკუთვნება:

წიგნი, რომლის მხოლოდ ერთი ეგზემპლარია ბიბლიოთეკაში
პერიოდული გამოცემები (ჟურნალები, გაზეთები)
რარიტეტები (იშვიათი გამოცემები, ძველი წიგნები)
ლექსიკონები
ენციკლოპედიები

გ) წიგნის გატანის ვადები

წიგნის გატანის ვადა დამოკიდებულია ბიბლიოთეკაში წიგნის კატეგორიაზე, რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე:

მხატვრული ლიტერატურა — 2 თვე
სახელმძღვანელო (იმ შემთხვევაში თუ ბიბლიოთეკაში გვაქვს საკმარისი რაოდენობა) – 1 სემესტრი
სახელმძღვანელო (იმ შემთხვევაში თუ ბიბლიოთეკაში არ გვაქვს საკმარისი რაოდენობა) – 1-7 დღე
რიდერი – 1 სემესტრი
სხვა კატეგორიის წიგნი — 14-30 დღე

წიგნის გაცემის თარიღის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მითითებულია წიგნის ბარათზე წარმოადგენს ოფიციალურ შეტყობინებას წიგნის დაბრუნების ვადის შესახებ. მკითხველი ვალდებულია მითითებულ დროში დააბრუნოს ბიბლიოთეკიდან გატანილი მასალა.

მითხველს შეუძლია გადადოს გატანილი წიგნის დაბრუნების ვადა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ წიგნზე არ არის მოთხოვნა.

დ) როგორ არის შესაძლებელი წიგნის დაბრუნების გადავადება?

წიგნის დაბრუნების გაავადება შესაძლებელია პირადად ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ე) რა პირობებია წიგნის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვეაში?

მკითხველის მიერ ბიბლიოთეკის რესურსისა და ინვენტარის  დაზიანების შემთხვევაში  ბრალეულობის დადგენისას მკითხველს ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა და ზარალის სრული ანაზღაურება.

საბიბლიოთეკო ინვენტარის დაკარგვის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია დააბრანოს იმავე დასახელების და გამოცემის წლის შესაბამისი, ან სანაცვლოდ იმავე დასახელების სხვა გამოცემის წლის ერთეული, ან გადაიხადოს წიგნის ღირებულებ ა და ჯარიმის სახით ფიქსირებული თანხა - 20.00 ლარი.

ვ) ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის საყვედური

მკითხველი ბიბლიოთეკის ადმინისტრაციისგან გაფრთხილებას იღებს:

წიგნის დაბრუნების ვადის გასვლის გამო,
აქტიურად მოთხოვნადი  წიგნის სხვა მკითხველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში
ქცევის წესების დარღვევისას დაწესებული სანქციების შესახებ;

წიგნის დაბრუნების ვადის გადაცილების შესახებ შეტყობინების მიუღებლობა არ ათავისუფლებს მკითხველს დაკისრებული ვალდებულებისგან.

წიგნის დაჯავშვნა

წიგნის შეკვეთა შეკვეთა შესაძლებელია ელექტრონულად;
ლიტერატურის ადგილზე საკითხავად შეგიძლიათ პირადად მიმართოთ ბიბლიოთეკარს.

მკითხველი ელექტრონულად შეკვეთილი წიგნის ხელმისაწვდომობის ადგილისა და ვადების შესახებ ინფორმაციას იღებს ერთი სამუშაო დღის ვადაში, ელ.ფოსტის საშუალებით.
დაჯავშნილი წიგნი მკითხველს ენახება 2 დღის განმავლობაში.
წიგნის ელექტრონული შეკვეთისთვის, გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი ფორმა. გთხოვთ, წიგნის ავტორი და სათაური ჩაწეროთ იმ ენაზე, რომელზეც გსურთ მისი წაკითხვა. ქართულენოვანი ლიტერატურის ელ. შეკვეთისას კი, გამოიყენოთ ქართული უნიკოდი – Sylfaen.
გაითვალისწინეთ, რომ წიგნის შეკვეთის ელექტრონულ ფორმაში ზუსტად უნდა მიეთითოს წიგნის ავტორი და დასახელება.

ბიბლიოთეკის კომპიუტერის დაჯავშვნა

ბიბლიოთეკის   დარბაზში განთავსებული კომპიუტერებით სარგებლობა შესაძლებელია წინასწარი დაჯავშნის საფუძველზე. ამისათვის:

I ვარიანტი

დაჯავშნეთ პირადად, ადგილზე მისვლით.

II ვარიანტი

შეავსეთ ელექტრონული ფორმა.

ბიბლიოთეკარი, ვებ-განაცხადის სპეციალურ  ველში თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, მოგწერთ პასუხს დაჯავშნის დადასტურების შესახებ.

მულტიმედია რესურსით სარგებლობა შესაძლებელია დღის განმავლობაში  მაქსიმუმ 2 საათი.


შეკითხვა ბიბლიოთეკარს

ბიბლიოთეკასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ბიბლიოთეკარს: პირადად, ტელეფონისა ან ელ ფოსტის საშუალებით.

ელ. ფოსტა: library@btu.edu.ge