საბიბლიოთეკო ბაზები
მონაცემთა ბაზები

მონაცემთა ბაზებზე წვდომა შესაძლებელია უნივერსიტეტის ტერიტორიიდან

Cambridge University Journals
მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ 280 ჟურნალს შემდეგ დარგებში: ამერიკანისტიკა; არქეოლოგია და ანთროპოლოგია; აფრიკის, აზიისა და ევროპის შესწავლა; ბიზნესი; ბიოლოგია; საინჟინრო მეცნიერებები; ხელოვნებათმცოდნეობა; ისტორია; კომპიუტერული მეცნიერებები; მათემატიკა; მეცნიერება მიწის შესახებ; ეკოლოგია; სამართალმცოდნეობა; თეოლოგია; სოფლის მეურნეობა; სოციოლოგია, ფილოსოფია, ეკონომიკა; ენათმცოდნეობა და ფილოლოგია.
http://journals.cambridge.org

Royal Society Journals Collection
დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების ჟურნალების კოლექციაში შედის 9 დასახელების მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალები ფიზიკისა და ბიოლოგიის მეცნიერებების დარგებში, მათ შორისაა Philosophical Transactions A and B, and Proceedings A and B.
http://royalsocietypublishing.org

SAGE 

მსოფლიოში აღიარებული აკადემიური გამომცემლობა, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს 900-ზე მეტ მაღალხარისხიან ჟურნალსა და ცნობარს ისეთ წამყვან სფეროებში როგორიცაა ბიზნესი, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ტექნოლოგიები და მედიცინა.

http://online.sagepub.com/

BioOne
მონაცემთა ბაზა მოიცავს 171 სამეცნიერო ჟურნალს ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და ბუნების შემსწავლელ მეცნიერებების სფეროდან, რომლებსაც აქვეყნებენ ამერიკის ბიოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის წევრი–სამეცნიერო საზოგადოებები, მუზეუმები და სხვა კვლევითი ორგანიზაციები.
http://www.bioone.org

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)

ელექტრონულ რესური უზრუნველყოფს წვდომას IMF-ის პერიოდულ გამოცემებზე, წიგნებზე, სამუშაო დოკუმენტებსა და კვლევებზე, ისევე, როგორც სტატისტიკური მონაცემების ანალიზზე. აერთიანებს რესურსებს მაკროეკონომიკაზე, გლობალიზაციაზე, ვაჭრობასა და სუბსიდიებზე, ისევე როგორც ტექნიკურ მხარდაჭერაზე, დემოგრაფიაზე, განვითარებად ქვეყნებზე, სიღარიბის დაძლევასა და სხვ.

http://www.elibrary.imf.org/

Edward Elgar Publishing

ბაზა აერთიანებს ედვარდ ელგარის გამომცემლობის (Edward Elgar Publishing) 280 დასახელების ელექტრონული წიგნის სრულ ვერსიებს განვითარების კვლევების მიმართულებით და მოიცავს შემდეგ დარგებს: ფინანსები, საჯარო მართვა, მიგრაცია, ჯანდაცვა, ინტელექტუალური საკუთრება, სამართალი, კვლევის მეთოდები. ამავე ბაზაში ხელმისაწვდომია ხუთი დასახელების საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის სრული ტექსტები, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სამართალი, ეკონომიკა და მენეჯმენტი.

http://www.elgaronline.com