ბიბლიოთეკათშორისი სერვისი
ბიბლიოთეკა ყველა დაინტერესებულ მკითხველს სთავაზობს ბიბლიოთეკათშორის მომსახურებას, რომელიც გულისხმობს სხვა ბიბლიოთეკებიდან დროებით ისეთი კოლექციებით სარგებლობას, რომელიც ჩვენს ბიბლიოთეკაში არ მოიპოვება.

მკითხველს შესაძლებლობა აქვს ბიბლიოთეკათშორისი სერვისით ისარგებლოს მას შემდეგ, რაც დაადგენს, რომ ჩვენს ბიბლიოთეკაში მისთვის სასურველი ლიტერატურა არ არის ხელმისაწვდომი.

ბიბლიოთეკათშორისი სერვისით სარგებლობისთვის მკითხველი ავსებს წიგნის შეკვეთის განაცხადს ბიბლიოთეკაში
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გამოწერილი წიგნებით ისარგებლონ მხოლოდ ადგილზე, სამკითხველო დარბაზში.
მკითხველს უფლება აქვს ბიბლიოთეკათშორისი სერვისის ფარგლებში ერთდროულად შეუკვეთოს არაუმეტეს 2 წიგნი.
მკითხველი შეკვეთილი წიგნის ხელმისაწვდომობაზე ინფორმაციას და შესაბამის მასალას იღებს არაუმეტეს 4 სამუშაო დღის ვადაში.
მკითხველისთვის გამოწერილი ლიტერატურა ინახება ინფორმაციის მიღებიდან 2 დღის განმავლობაში.

დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ.მისამართზე: lib@btu.edu.ge