აბიტურიენტების მოსამზადებელი ფაკულტეტი

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტის პედაგოგებთან და ექსპერტებთან მომზადება, სტუდენტური სერვისებით სარგებლობა, ინდივიდუალური მენტორობა, წვდომა სილიკონ ველი თბილისის სივრცეში გამართულ საერთაშორისო მასტერკლასებზე და სემინარებზე, კონსულტაცია კარიერულ დაგეგმვაში და მრავალი სხვა შესაძლებლობა აბიტურიენტებს 2017 წლის 2 ოქტომბრიდან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გახსნილ მოსამზადებელ ფაკულტეტზე მიეცემათ.

ფაკულტეტის მიერ შეთავაზებული მოდულები საწყის ეტაპზე ზოგად უნარებს, ქართულ ენასა და ლიტერატურას, ინგლისურს და მათემატიკას მოიცავს. ზოგადი უნარების მოდული უნივერსიტეტში მიერ ნებულას მიერ ხორციელდება. ნებულას გონიერი პლატფორმით, ასობით აბიტურიენტმა უკვე მიიღო უმაღლესი შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. მოსამზადებელ ფაკულტეტზე არსებული მოდულები ეტაპობრივად დაფარავს ყველა საგანს, რომელშიც აბიტურიენტს მომზადება სურს.

ფაკულტეტზე ჩარიცხვა გასაუბრების საფუძველზე ხდება. ერთი საგნის საფასური კი თვეში 115 ლარს შეადგენს. მეცადინეობა იმართება ჯგუფურად. ჯგუფში 20 აბიტურიენტია და თითო მოდულს კვირაში 4 საათი ეთმობა. თეორიული მომზადების პარალელურად, შეხვედრები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) წარმომადგენლებთან, ერთიანი ეროვნული გამოცდების სიმულაცია, გამოცდილების გაზიარება მენტორი სტუდენტებისგან, შეხვედრები არჩეული პროფესიის წარმომადგენლებთან აბიტურიენტს მრავალ ახალ შესაძლებლობას და არჩევანის მეტ თავისუფლებას ანიჭებს.

აბიტურიენტს შეუძლია აირჩიოს და გაიაროს მისთვის სასურველი რაოდენობის სასწავლო კურსი.

აბიტურიენტს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ვერ გადალახავს მოსამზადებელ ფაკულტეტზე გავლილი საგნის მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, დაუბრუნდება მოდულის მომზადებაში გადახდილი თანხის 50%. 
მოსამზადებელ ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ, BTU-სგან 15%-იან ფასდაკლებას მიიღებენ ისინი, ვინც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები პირველი არჩევანით გახდებიან. სტუდენტური ცხოვრებისთვის უკეთ მოსამზადებლად, პროფესიის სწორად ასარჩევად და ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ექსპერტები სისტემატიურ კონსულტაციებს გაუწევენ აბიტურიენტებს.


სარეგისტრაციო ფორმა: