#SHAREGEORGIA - გახდი საქართველოს ციფრული ელჩი


საქართველოს ღირსშესანიშნეობები მსოფლიოს ციფრულ მედიაში „ვურუსულად“ გავრცელდება.

#shareGeorgia
პირველი ევროპელები, კოლხური ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები, მეღვინეობის კულტურის ამსახველი უძველესი არტეფაქტები, ქართველ მეფეთა და დიდგვაროვანთა მემორიალური ნივთები, XIX-XX სს. ქართული მხატვრობის შედევრები, ტურისტული დესტინაციები - ეს ღირსშესანიშნაობების მცირედი ჩამონათვალია, რომელიც სულ მალე მსოფლიოს ციფრულ სამყაროში „ვირუსულად“ გავრცელდება.

,,გახდი საქართველოს ციფრული ელჩი’’ - მოწოდებას, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჟღერებს სოციალური კამპანია, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიის, გეოგრაფიული მრავალფეროვნების და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის ციფრულ მედიაში „ვირუსულად“ გავრცელებას გულისხმობს.

#shareGeorgia-ს კამპანიაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს.  საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ყველა სოციალური მედიის მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა გააზიაროს უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პოსტები ან  შექმნან  საკუთარი  ჰეშთეგით #shareGeorgia.

პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას, სოციალური მედიის მომხმარებლების გარდა, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები მიიღებენ.

პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 24 მაისს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერეაში.
მის: რუსთაველის  გამზირი 11
რეგისტრაცია
სახელი და გვარი
ელ-ფოსტა
მობილური
აირჩიეთ პროექტი
მოგვიყევით თქვენს შესაძლებლობებზე