საქართველო კოსმოსის ათვისების გლობალურ პროექტში ჩაერთო

NASA-ს  და HP-ის ინციატივით იწყება უპრეცედნეტო ახალი ეტაპი კოსმოსის  გლობალური ათვისების მიზნით. პროექტის განხორციელებისთვის მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებთან ერთად ბიზნესისა და  ტექნოლოგიების უნივერსიტეტი  (BTU)  მიიწვიეს, როგორც პროექტის მონაწილე მხარე, წარმოდგენილი სრული წევრის სტატუსით.

NASA  - წარმოადგენს ამერიკის სამთავრობო სტრუქტურას, რომელიც ანხორციელებს საერთაშორისო კოსმოსურ პროგრამას.

გლობალური პროექტი გულისხმობს კოსმოსის ათვისებას, ტექნიკური და ტექნოლოგიური საკითხების გადაჭრას, რომელშიც მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად ჩართულები იქნებიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტები და სტუდენტები.

უნივერსიტეტის სპეციალსიტები უკვე გადიან მომზადებას პროექტის ტექნიკური დეტალების და გადასაჭრელი ამოცანების შესახებ. პროექტის მიხედვით ასევე განხორციელდება მარსის ათვისების წინასწარი საპროექტო სამუშაოები, რომელიც გულისხმობს მარსზე 1 მილიონ ადამიანზე გათვლილი ერთიანი ინფრატრუქტურის შექმნას.

HP-ის დახმარებით უნივერსიტეტში დაწყებულია ტექნიკური სივრცეების მომზადება საიდანაც განხორციელდება საპროექტო სამუშაოები.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტში ჩართვის წინაპირობა გახდა ვირტუალური რეალობის მიმართულებით უნივერსიტეტის მხრიდან უკვე განხორციელებული სამუშაოები და მისი განვითარებისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პირველი ოფიციალური პარტნიორია, რომელიც რეგიონიდან მონაწილეობას მიიღებს კოსმოსის ათვისების გლობალურ პროგრამაში.

 

რეგისტრაცია
სახელი და გვარი
ელ-ფოსტა*
მობილური
აირჩიეთ პროექტი
მოგვიყევით თქვენს შესაძლებლობებზე
დაცვის კოდი
განაახლეთ დაცვის კოდი