IT აკადემია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი რეგიონის ტექნოლოგიური ჰაბი ხდება - 30-ზე მეტ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიასთან თანამშრომლობა უკვე დაიწყო. მაღალტექნოლოგიური სასწავლო ლაბორატორიის გახსნაზე დასასწრებად საქართველოში ამ კომპანიების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.
სასწავლო ლაბორატორიაში წარმოდგენილია თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები, ხდება მათი გამოყენება სასწავლო პროცესში, რომელსაც უძღვებიან წამყვანი უცხოელი და ქართველი სპეციალისტები.
მაღალტექნოლოგიური სასწავლო ლაბორატორიის გახსნის გარდა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ფუნქციონირებას იწყებს ვირტუალური რეალობისა და ბიტკოინების ლაბორატორიები. ასევე, იხსნება  Apple – IOS-ისა და Google – Android-ის მობილური აპლიკაციების პროგრამირების, Hewlett Packard Enterprise-ის, Prodware-ის, IBM-ის, ORACLE-ის, Linux-ის, WMware-ის, EMC2-ის, Fortinet-ის, Ettreme - ის პროგრამებზე დაფუძნებული სასწავლო კურსები.
აიტი აკადემიაში სასერტიფიკატო კურსების სწავლება მიმდინარეობს Softlline Georgia-სთან, MUK-თან და სხვა მსხვილ ტექნოლოგიურ ორგანიზაციებთან პარტნიორობით ხდება.
აიტი აკადემიაში ყველა სასწავლო კურსები ოფიციალურია, ხოლო სწავლებაში ჩართული ტრენერები არიან სერტიფიცირებული.
რეგისტრაცია
სახელი და გვარი
ელ-ფოსტა
მობილური
აირჩიეთ პროექტი
მოგვიყევით თქვენს შესაძლებლობებზე