ბრიტანული კლუბი აბიტურიენტებისთვის
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, როგორც ბრიტანული განათლების რეგიონულ სივრცეში,
შეიქმნა ბრიტანული კლუბი აბიტურიენტებისთვის. კლუბის მიზანია გაზარდოს ცნობადობა უნივერსიტეტში არსებული საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამების შესახებ, რომელიც Oxford Brookes University-ს და Staffordshire University-ს ჩართულობით, ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულებით ხორციელდება. კლუბის წევრობა შეუძლია ნებისმიერ აბიტურიენტს, რომელიც შეავსებს განაცხადის ფორმას.
კლუბის აქტივობების ფარგლებში უკვე გაიმართა და სამომავლოდაც იგეგმება ინტენსიური შეხვედრები ბრიტანული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან, ბრიტანულ დამსაქმებელ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო პროგრამის განხორციელებაში ჩართულ პროფესორებთან და ტრენერებთან და სხვა, აბიტურიენტებისთვის საინტერესო კომპანიებთან. 
ბრიტანული კლუბის წევრთა ყოველი მომდევნო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია განთავსდება BTU-ს ფეისბუქის გვერდზე.
ბრიტანული კლუბი აბიტურიენტებისთვის
ბრიტანული კლუბი აბიტურიენტებისთვის
რეგისტრაცია
სახელი და გვარი
ელ-ფოსტა
მობილური
აირჩიეთ პროექტი
მოგვიყევით თქვენს შესაძლებლობებზე