BIG MIND – მსოფლიო ბაზრისთვის საქართველოში შექმნილი ხელოვნური ინტელექტი
რეგიონში პირველად, ხელოვნური ინტელექტისა და Big Data-ს ინტეგრირება, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაიწყო.
კომპანია HP-ს ტექნიკური მხარდაჭერითა და ქართველი სპეციალისტების ჩართულობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ხელოვნური ინტელექტის პროექტზე დაიწყო მუშაობა. უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ უკვე განხორციელებული სამუშაოების გაცნობის შემდეგ, მონაცემთა დამუშავების მსოფლიოს მოწინავე კომპანიები Splunk და Qlik დაინტერესდნენ. აღნიშნულ კომპანიებს საქართველოში წარმოადგენს IT ინტეგრატორი კომპანია NGT ჯგუფი,  რომლის ტექნიკური სპეციალისტებიც არიან ჩართული მიმდინარე პროექტში. Big Data-ს ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრირება უპრეცედენტო ანალიტიკურ მანქანას ქმნის, რომელსაც მოცულობითი ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი უმოკლეს დროში შეეძლება. პროექტზე მუშაობა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტების გარდა სტუდენტების ჩართულობით განხორციელდება. უახლეს მიღწევებზე დაყრდნობით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად შექმნილი პროდუქტი ინოვაციური იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ბაზარზეც.


რეგისტრაცია
სახელი და გვარი
ელ-ფოსტა
მობილური
აირჩიეთ პროექტი
მოგვიყევით თქვენს შესაძლებლობებზე