პროექტები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტები მიმართულია უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვასა და ხელმისაწვდომობის ზრდისკენ. მსოფლიოში არსებულ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან პარტნიორობით, პირველად საქართველოში, უნივერსიტეტი მუშაობს ისეთ ინოვაციებზე როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ნივთების ინტერნეტი, მეგამონაცემთა ანალიზი, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, კოსმოსის ათვისების გლობალური პროექტი NASA-სთან ერთად და სხვა.
აღნიშნული პროექტები სტუდენტების უშუალო მონაწილეობით ვითარდება. 

ინოვაციურ პროექტებში ჩართულობის მიზნით, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და საინტერესო ინოვაციური იდეების მქონე სტუდენტებისთვის გახსნილია ექსკლუზიური წვდომა სილიკონ ველი თბილისის სივრცეში. აღჭურვილი უახლლესი ციფრული ტექნოლოგიებით, სილიკონ ველის სივრცე დამწყები სტარტაპერებისთვის და ინოვატორებისთვის 360 საათით გაიხსნება. საოფისე და შეხვედრებისთვის განკუთვნილი სივრცეები, ბიზნეს კავშირები, ინდივიდუალური მენტორობა საქართველოსა და მსოფლიოს წამყვანი კონსულტანტებისგან, თანამშრომლობა საერთაშორისო მეგა კორპორაციებთან, მუშაობა ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობაში და მრავალი სხვა, საკუთარ პროექტებზე მუშაობისას ექნებათ სტუდენტებს.
რეგისტრაცია
სახელი და გვარი
ელ-ფოსტა
მობილური
აირჩიეთ პროექტი
მოგვიყევით თქვენს შესაძლებლობებზე