F.A.Q
როგორ ხდება მობილობა და ვის აქვს მობილობის უფლება?

მობილობა ხდება საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების სამსახურის მიერ დადგენილი წესების და პროცედურების მიხედვით.

მობილობის უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელმაც სტუდენტის სტატუსი კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა, ისწავლა შესაბამის საფეხურზე მინიმუმ ერთი წელი და რეგისტრაციის მომენტისათვის აქვს სტუდენტის სტატუსი.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მობილობით გადმოსვლისთვის აუცილებელი მოთხოვნაა, სტუდენტს ქონდეს მინიმუმ 30 და მაქსიმუმ 90 კრედიტი ნასწავლი.

მობილობა 2018-2019 სასწავლო წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ცხადდება საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამებზე.

შიდა მობილობა: სტუნდეტს აქვს უფლება განცხადების საფუძველზე ერთი წლის მერე გადავიდეს სხვა პროგრამაზე.

დეტალური ინფორმაცია
რა პროგრამები აქვს BTU-ს?
• ბაკალავრიატი
• მაგისტრატურა
• დოქტორანტურა


საბაკალავრო პროგრამები:

• ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი
• ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები
• საინფორმაციო ტექნოლოგიები
• მენეჯმენტის საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამა   Staffordshire University
• ფინანსების საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამა     Oxford Brookes University


სამაგისტრო პროგრამი:

• ბიზნესის ადმინისტრირება და საინფორმაციო ტექნოლოგიები


სადოქტორო პროგრამი:

• ბიზნესის ადმინისტრირება



უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება, უახლესი ციფრული ტექნოლოგიები გამოყენებული სწავლების პროცესში, მეწარმეობაზე დაფუძნებული სწავლება, ორი დარგის - ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინტეგრირება, სფეროს მოწინავე ექსპერტი პროფესორ/მასწავლებლები, უახლესი, ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, დასაქმების მრავალმილიონიანი პორტალი და საკუთარი სტარტაპის განვითარების უნიკალური შესაძლებლობა, მსოფლიოს ლიდერი პარტნიორი კომპანიები და მრავალი სხვა შესაძლებლობის გამოყენება, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შეუძლია.

სასწავლო პროგრამები აგებულია აკადემიური და საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად.

პირველივე სემესტრიდან, ნებისმიერი დისციპლინის სტუდენტისთვის, ინოვაციური პოტენციალის წახალისება უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტებში ინტენსიური ჩართულობით ხდება.
სწავლის საფასური და დაფინანსება
საბაკალავრო პროგრამების საფასური:

• ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი - 2250 ლარი
• ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები - 2250 ლარი
• საინფორმაციო ტექნოლოგიები - 2250 ლარი
• მენეჯმენტის საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამა - 6950 ლარი 3 წელიწადი, 11 100 ფუნტი მე-4 წელი.
• ფინანსების საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამა - 6950 ლარი


სამაგისტრო პროგრამის საფასური:

• ბიზნესის ადმინისტრირება და საინფორმაციო ტექნოლოგიები - 2250 ლარი


სადოქტორო პროგრამის საფასური

• ბიზნესის ადმინისტრირება - 3000 ლარი


სწავლის საფასური შესაძლებელია დაფინანსდეს შემდეგნაირად:

• სახელმწიფო სასწავლო გრანტი
• საუნივერსიტეტო სტიპენდია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს
• მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთათვის - სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი

ჩაბარებასთან დაკავშირებული პროცედურები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივესრიტეტში ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით.

ჩვენი კოდი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას:

ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი - 1950101
ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები - 1950102
საინფორმაციო ტექნოლოგიები - 1950103
მენეჯმენტის საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამა - 1950101
ფინანსების საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამა - 1950102

ქართულ საბაკალავრო პროგრამებსა და საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამას აქვთ ერთი კოდი.

BTU-ში მოხვედრის შემთხვევაში, უნივერსიტეტში რეგისტრაციისას სტუდენტი მიუთითებს რომელ პროგრამაზე სურს ჩარიხვა.

მას გაუფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და დარეგისტრირდება მისთვის სასურველ პროგრამაზე.



ყველა საბაკალავრო პროგრამაზე, ჩასაბარებელი საგნები განისაზღვრება შემდეგნაირად:

• ქართული ენა და ლიტერატურა - წონა 3
• ზოგადი უნარები - წონა 3
• უცხოური ენა - წონა 3
• მათემატიკა/ისტორია/გეოგრაფია/ლიტერატურა/ფიზიკა/ქიმია/ბიოლოგია/სამოქალაქო განათლება - წონა 3
როგორ ხდება ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხვა?
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ჩარიცხვის წესი განისაზღვრება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების შესაბამისად. იხილეთ დეტალური ინფორმაცია
აქვს თუ არა BTU-ს შიდა ზღვარი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტს შიდა ზღვარი არ აქვს დაწესებული ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

უნივერსიტეტში ჩაბარება დამოკიდებულია საკონკურსო ქულებზე.
როგორ ხდება სწავლის საფასურის გადახდა?
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, სტუდენტს სწავლის საფასური გადახდილი უნდა ქონდეს სწავლის დაწყებამდე 3 დღით ადრე.

განცხადების საფუძველზე სტუდენტს შეუძლია მოითხოვოს სწავლის საფასურის გადანაწილება, შესაბამისი ცნობის წარდგენის შემდეგ. განცხადებას განიხილავს შესაბამისი კომისია.