Henley Business School Flexible Executive MBA
მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესის სკოლებს შორის ერთერთი უპირობო ლიდერი, საერთაშორისო სარეიტინგო სისტემების მოწინავე პოზიციაზე მყოფი პირველი ბიზნესის სკოლა დიდ ბრიტანეთში, Henley Business School-მა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო. უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული პროგრამა უპრეცედენტოა და საქართველოში მისი ანალოგი არ არსებობს. დიდ ბრიტანეთში არსებულ სამაგისტრო პროგრამებს შორის, რეიტინგით #3 პოზიციაზე მყოფი სამაგსტრო პროგრამა ,,Flexible Executive MBA''. მსოფლიო რეიტინგის უმაღლეს ლიგაში, 33-ე პოზიციას იკავებს.

იხილეთ ინფორმაცია რეიტინგის შესახებ მითითებულ ბმულზე: https://www.henley.ac.uk/rankings-and-facts

ჰენლის ბიზნესის სკოლა ახორციელებს პროგრამას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, საქართველოს მენეჯმენტის სკოლასთან და მალტის ბიზნესის სკოლასთან ერთად. 

უნივერსიტეტის შესახებ:

ჰენლის უნივერსიტეტი 1945 წელს დაარსდა, როგორც პირველი ბიზნესის სკოლა დიდ ბრიტანეთში. ის არის ერთერთი იმ 75 ბიზნესის სკოლას შორის მსოფლიოში, რომელსაც სამმაგი აკრედიტაცია გააჩნია. საუნივერსიტეტო რეიტინგების მუდმივი ცვალებადობის მიუხედავად, ჰენლი მუდმივად რჩება მსოფლიო ლიდერად, მისი კურსდამთავრებულები კი მსოფლიოს მეგაკორპორაციებში, ტოპ მენეჯერების პოზიციებს იკავებენ.


იხილეთ ინფორმაცია სამმაგი აკრედიტაციის შესახებ მითითებულ ბმულზე: https://www.henley.ac.uk/about-us/accreditations


შეფასებული მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სისტემების მიერ:



პროგრამის შესახებ:


Henley Business School Flexible Executive MBA წარმოადგენს შერეულ სასწავლო პროგრამას პროფესიონალებისთვის, რომელიც ხორციელდება სამ ეტაპად, თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა - 10 თვე.
  • პირველ ეტაპზე ხდება ორგანიზაციის შიდა პროცესების შესწავლა ადამიანურ და ფინანსურ რესურსზე ფოკუსირებით;
  • მეორე ეტაპზე ხდება ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების სწავლება: საერთაშორისო გარემოს ანალიზი, სტრატეგიული მენეჯმენტი, სტრატეგიული მარკეტინგი, ორგანიზაციული რეპუტაციისა და პასუხისმგებლობის მართვა;
  • ბოლო, მესამე ეტაპზე ხდება ლიდერობისა და ცვლილებების შესწავლა, რაც გეხმარებთ სწორი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებაში.


პროგრამის ძლიერი მხარეები:


სამმაგი აკრედიტაციის მქონე 75 ბიზნესის სკოლიდან მსოფლიოში, Henley ერთერთია,
ჰენლის ბიზნესის სკოლის რეპუტაცია მსოფლიოში და მისი კურსდამთავრებულების ქსელის გავლენა საერთაშორისო მსხვილ კორპორაციებში, პროგრამის სტრუქტურის მოქნილობა და მისი თავსებადობა სამუშაოსთან, ჰენლის ბიზნესის სკოლის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაცია და პრაქტიკაზე ორიენტირი, უპრეცედენტოდ დაბალი ფასი სხვა მსგავს პროგრამებთან შედარებით, მოდულების სხვადასხვა კამპუსებში გავლის შესაძლებლობა, მდგრადობა და კონკურენტუნარიანობა, რომელიც გამოარჩევს ჰენლის ბიზნესის სკოლას მსოფლიოში.



პროგრამის განხორციელების ფორმატი:


პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები გაემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში ჰენლის ბიზნესის სკოლის გრენლანდიის კამპუსში, სადაც სავალდებულო მოდულის ფარგლებში განახორციელებენ ერთ ვიზიტს პროგრამის დაწყებისას - 2018 წლის 24, 25 და 26 ოქტომბერს.

ვიზიტის ფარგლებში, ჰენლის ბიზნესის სკოლა უზრუნველყოფს საცხოვრებელსა და კვებას სრული დაფინანსებით, მგზავრობის ხარჯი არ ფინანსდება.

სტუდენტები ვორკშოპებს დაესწრებიან საქართველოში, სავალდებულო მოდულების ფარგლებში, სტუდენტები აგრეთვე გაემგზავრებიან ჰენლის კამპუსში, მალტაში, სადაც სემინარებს ჰენლის ბიზნესის სკოლის პროფესორები ჩაატარებენ. ჰენლის მალტის კამპუსში გამართული სემინარებისთვის, სკოლა გთავაზობთ საცხოვრებელი ადგილის მოძიების სერვისს.

  • მოდულების ჩატარდების ინტენსივობა - ორ თვეში ერთი მოდული;
  • დიპლომი გაიცემა ჰენლის ბიზნესის სკოლის მიერ.

პროგრამის ხანგრძლივობა და მინიჭებული დიპლომი:

პროგრამა ხორციელდება სამ ეტაპად. თითოეული ეტაპის ხანგრძლივობაა 10 თვე. თითოეული ეტაპი მოიცავს განსხვავებულ მოდულებს, რომელთა ჩატარების ინტენსივობაა ორ თვეში ერთი მოდული. პროგრამა სრულდება მისი დაწყებიდან 2,5 წელიწადში. პროგრამის დასასრულს გაიცემა ჰენლის ბიზნესის სკოლის დიპლომი.


პროგრამაზე მიღების კრიტერიუმები:

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ემსახურება ლიდერის პოტენციალის აღმოჩენას და უზრუნველყოფს ჯგუფის დაკომპლექტებას საუკეთესო გამოცდილების მქონე სტუდენტებით. ამას ადასტურებს ჩვენი მიღების პირობების მოქნილობა. განიხილება კანდიდატთა არასტანდარტული შემთხვევებიც. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:


  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება ბაკალვრის ხარისხი ან ტოპ მენეჯმენტში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ბაკალავრის ხარისხის გარეშე;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან ენის სრულყოფილად ფლობის შესახებ;
  • გასაუბრება.


პროგრამის საფასური:

პროგრამის ჯამური ღირებულებაა - 17500 ევრო.
გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.

საბუთების მიღების ბოლო დღე: 30 ივლისი, 2018. 

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის სტრუქტურისა და განხორციელების შესახებ ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა, 2018 წლის 31 ივლისამდე და გამოგვიგზავნეთ info@btu.edu.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე +995 577 235 029 ან მოგვწერეთ info@btu.edu.ge



სარეგისტრაციო ფორმა: