კვლევა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითი პროექტებისა და ინოვაციების სამსახური ფოკუსირდება კვლევებზე ციფრული ეკონომიკის, ციფრული მეწარმეობის და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე კვლევით პროექტებში. დამოუკიდებლად აირჩიონ მათთვის საინტერესო კვლევა, ჩაერთონ დაგეგმვის, განხორციელების და შედეგების ანალიზის პროცესში და გაიღრმავონ ცოდნა და კვლევითი უნარები.