ინფრასტრუქტურა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი განლაგებულია სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე, თბილისის ცენტრში, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ინოვაციური სტუდენტური სამუშაო სივრცე, უახლესი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი, ბიზნეს აქსელერატორი და ინკუბატორი, სპორტული კომპლექსი, საცურაო აუზი, საფეხბურთო სტადიონი. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა მზად არის მიიღოს 8000-მდე სტუდენტი, სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის. 2020 წლამდე, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე აშენდება სტუდენტური კამპუსი. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებთან.