ბტუ 2018-2019 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამაზე ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები.
04 ივლისი 2018

 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2018-2019 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამაზე ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები.

  • სწავლის საფასური - 2250 ლარი წელიწადში
  • პროგრამის მოცულობა - 120 (ECTS) კრედიტი
  • პროგრამის ხანგრძლივობა - 2 წელი



რეგისტრაციისას მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარადგინოს:

- განაცხადი რექტორის სახელზე (ადგილზე);
- პირადობის მოწმობა და მისი ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის  ბარათი. B კატეგორია
- ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათების ელექტრონული ვერსია (CD);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის - სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა - შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი.
- უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

შენიშვნა: საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა.


მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, შიდა საუნივერსიტეტი გამოცდები, ჩარიცხვა



იხილეთ ინგლისურის ენის ნიმუში



იხილეთ სპეციალობის გამოცდის ნიმუში


ინგლისური ენის შედეგები - მაგისტრატურა