ისრაელის ტექჰაბის ღია კარის დღე
12 სექტემბერი 2018
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შექმნილი ,,ისრაელის ტექჰაბი,, გადამზადების მესამე ეტაპს იწყებს! კურსის მიმართულება FrontEnd Development.

კურსი 250 საათიანია და 5 თვე გაგრძელდება.

ტექჰაბის ფარგლებში უკვე გადამზადდა 60 კანდიდატი, რომელთა 100% ისრაელში დისტანციურად შესასრულებელ მაღალანაზღაურებად სამუშაოებს იღებს.

პროექტის ახალი ეტაპის შესახებ დეტალები ღია კარის დღეს გახდება ცნობილი.