Silicon Valley Tbilisi Challenge VOL3 IBM-თან ერთად
11 სექტემბერი 2018

Silicon Valley Tbilisi Challenge VOL3 IBM-თან ერთად

ციფრული კვლევების ჰაკათონი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი რიგით მესამე სტუდენტურ ჰაკათონს მასპინძლობს. ჰაკათონის თემა კვლევების დიჯიტალიზაცია, მონაცემების შეგროვება და ვიზუალიზაციაა.მესამე ჰაკათონის ოფიციალური პარტნიორი კომპანია IBM გახდა. IBM-მა 2009 წელს კვლევების სტატისტიკური დამუშავების მსოფლიოში უმსხვილესი ანალიტიკური პროგრამა SPSS შეისყიდა.პარტნიორობის ფარგლებში BTU- გამარჯვებულ გუნდს IBM დააჯილდოვებს, ასევე პროდუქტის განვითარებასა და მდგრადობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

ჰაკათონში მონაწილეობა BTU-ს ყველა სტუდენტს შეუძლია, რომელთა შორის 2დან 4 წევრამდე გუნდი უნდა ფორმულირდეს.

ჰაკათონი 2,3 ოქტომბერს ჩატარდება და 48 საათის განმავლობაში საბოლოო პროდუქტის შექმნას მოიაზრებს. ღონისძიების მიმდინარეობისას კონკურსანტებისთვის გაიმართება ვორკშოპები და მენტორების სესიები, საბოლოოდ კი გუნდები გამართავენ Pintching-ს და ჟიური გამარჯვებულს გამოავლენს.

კონკურსანტების რეგისტრაცია მიმდინარეობს მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/2CC97ni

*შერჩეულმა გუნდებმა უნდა იქონიონ საკუთარი კომპიუტერები.

*ჰაკათონის მონაწილეებისთვის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამუშაო სივრცეს და საკვებს.