BTU-ს სტიპენდიანტები
01 აგვისტო 2018
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე, საუნივერსიტეტო სტიპენდია დაენიშნა საბაკალავრო პროგრამების უმაღლესი წლიური რეიტინგის მქონე 30 სტუდენტს და სამაგისტრო პროგრამის უმაღლესი წლიური რეიტინგის მქონე 5 სტუდენტს. სტიპენდიის მოცულობა განისაზღვრა 150 ლარის ოდენობით (დარიცხული) სტიპენდიის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 10 სექტემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე და 2019 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 30 ივნისამდე. მომდევნო სარეიტინგო სია შედგება 2018-2019 სასწავლო წლების აკადემიური მოსწრების შესაბამისად.

სტიპენდიანტთა სია ხელმისაწვდომია BTU Classroom-ში.