IX Millennium
21 ივნისი 2018
ბოლო პერიოდში, მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაციები კოსმოსის ათვისების მიმართულებით განხორციელებულ ქმედებებს ხშირად აანონსებენ. ამერიკის კოსმოსური სააგენტო (NASA) აქტიურად მუშაობს პლანეტა მარსის კოლონიზაციის პროექტზე.
NASA-ს ასტრონავტების მიერ კოსმოსურ სადგურზე  საკვების მოყვანის რამდენიმე წარმატებული ექსპერიმენტი უკვე განხორციელდა, რაც სხვა მცენარეული კულტურის გამრავლებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პოტენციალი, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით მუშაობისთვის გააჩნია,  მსოფლიოში უნიკალურია, რადგან იგი ვაზის კულტივაციის უძველეს კულტურას ეხება.

20 ივნისს საქართველოს კოსმოსურ პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში, სადაც პროექტ IX მინელიუმთან დაკავშირებით საუბარი გაიმართა.

მარსზე ვაზის კულტურის გენერირების პროექტის განსახორციელებლად შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შემდეგი შემადგენლობისაა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, კომპანია Microsoft და კომპანია SpaceFarms-ის მომავლის სათბურის წარმომადგენლები.

პროექტის IX მინელიუმის სახელწოდების შექმნაში მონაწილეობა მიიღო, ქართულ ბაზარზე წამყვანმა კრეატიულმა სააგენტომ, Windfor 's-მა.

სასტუმრო სტამბაში მიმდინარეობს რეგიონში პირველი ურბანული ვერტიკალური სათბური-ლაბორატორიის შექმნა, რომლის ოპერირებასაც განახორციელებს კომპანია ,,SpaceFarms’’. აღნიშნული სათბური-ლაბორატორია 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ლაბორატორიაში ვაზის სპეციალური ჯიშების გამოყვანა, კვლევა და განვითარება მოხდება. აღნიშნული პროცესი BTU-ს ჩართულობით, HP-ს ტექნიკური მხარდაჭერითა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

ლაბორატორია სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას, სადაც ვაზის სპეციალური ჯიშების გამოყვანა, კვლევა და განვითარება მოხდება. აღნიშნული პროცესი BTU-ს ჩართულობით, HP-ის ტექნიკური მხარდაჭერითა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.
მარსის კოლონიზაციის ფარგლებში NASA-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად BTU-ს ბაზაზე კომპანია HP Inc-მა შექმნა კვლევითი ლაბორატორია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება აღნიშნულ პროექტზე მომუშავე ექსპერტებისთვის.

კომპანია HP inc. ის რეგიონალური წარმომადგენელი  Armen Akopian

პროექტი არის უნიკალური რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირებისათვის. აღნიშნული პროექტით შესაძლებელი ხდება ვაზის, როგორც ქართული კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილის, თანამედროვეობასთან დაკავშირება.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის პოზიციონირებისთვის, არამხოლოდ რეგიონის ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბების პროცესში, არამედ საქართველოს უძველესი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის. პროექტის გარშემო კვლევითი და საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნის პროცესში გამოყენებული იქნება ნივთების ინტერნეტი, ხელოვნური ინტელექტი, მეგამონაცემები და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებები.


მედია დაფარვა:

https://koztimes.com/the-mask-rests-georgia-plans-to-grow-grapes-on-mars/28367/

https://bobrtimes.com/georgia-is-going-to-cultivate-on-mars-grapes/62128/

https://sivtelegram.media/georgia-will-establish-on-mars-viticulture/25634/

https://commersant.ge/ge/post/marsze-qartuli-vazis-djishis-generireba-igegmeba-ras-gulisxmobs-proeqti

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/499581-qarthuli-vazi-shesadzloa-marsze-gashendes.html?ar=A

https://www.ambebi.ge/article/224785-kartuli-vazi-shesazloa-marsze-gashendes/


https://www.youtube.com/watch?v=agwsYhCE2Ww&list=PLLReDJtJiSt-uogIV3rmeeE1HIFl9O2E5

https://www.youtube.com/watch?v=PIEwX68N8G4&index=2&list=PLLReDJtJiSt-uogIV3rmeeE1HIFl9O2E5

https://www.youtube.com/watch?v=Z9Xfv-UYQaQ&list=PLLReDJtJiSt-uogIV3rmeeE1HIFl9O2E5&index=4

https://www.youtube.com/watch?v=Dyd68Wg_o_w&index=3&list=PLLReDJtJiSt-uogIV3rmeeE1HIFl9O2E5

https://www.youtube.com/watch?v=2RryAJ77ahg&index=7&list=PLLReDJtJiSt-uogIV3rmeeE1HIFl9O2E5