განათლებისა და ტექნოლოგიების გამოფენა
30 იანვარი 2018

24 იანვარს, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს - ლონდონის განათლების და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაში საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა.


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენელმა და პროექტის ხელმძღვანელმა მანანა უგულავამ გამოფენაზე წარადგინა მომავლის განათლების კონცეფცია, რომელიც NASA-სა და HP-ის კოსმოსის ათვისების გლობალური პროექტის ფარგლებშია შემუშავებული.

ხელოვნური ინტელექტისა და ვირტუალური რეალობის ინტეგრირება განათლების პროცესში, კადრების გადამზადება - სრულიად განსხვავებულმა კონცეფციამ რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენელმა წარადგინა, ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა.