ღია კარის დღე
12 იანვარი 2018

ყველა მე-12 კლასელის და მაგისტრატურაზე ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!


გელოდებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ღია კარის დღეზე 27 იანვარს, 12 საათზე

გაიგე მეტი:

ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის შესახებ; 

ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსების საბაკალავრო პროგრამის შესახებ;

საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის შესახებ; 

საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამების შესახებ მენეჯმენტისა და ფინანსების მიმართულებით, სადაც BTU-ს და პარტნიორი ბრიტანული უნივერსიტეტების პროგრამებით ისწავლი და ორ კვალიფიკაციას და დიპლომს მიიღებ; 

ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის შესახებ; 

ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო მეგაკორპორაციების და მათთან ერთად მიმდინარე ინოვაციური პროექტების შესახებ, რომელშიც სტუდენტები მონაწილეობენ; 

აბიტურიენტთა მოსამზადებელი ფაკულტეტის შესახებ.

გაიცანი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, დასვი შენთვის საინტერესო შეკითხვები და დაგეგმე შენი მომავალი დღეს!