გაუზიარე მეტი ცოდნა თანატოლს
09 ოქტომბერი 2017
გაუზიარე მეტი ცოდნა თანატოლს - სტაჟირება

უნივერსიტეტის სასერტიფიკატო პროგრამა, სადაც ჩართვა შეუძლია ყველა სტუდენტს, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის მოდულში მაღალი შეფასება მიიღეს.

პროექტი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს სწავლის პარალელურად თავად ასწავლონ და სამი თვის განმავლობაში გამოსცადონ თავი მენტორი მასწავლებლის ამპლუაში.

სწავლება გაიმართება კვირაში ორი საათი, სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცეში. პროექტის ფარგლებში, მასწავლებლები გაივლიან ტრენინგს სწავლების ტექნიკებისა და მეთოდების დასაუფლებლად, პროექტის დასასრულს კი მიიღებენ სერტიფიკატებს.