ღია კარის დღე
04 ოქტომბერი 2017
ყველა მე-12 კლასელის და მაგისტრატურაზე ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!

15 ოქტომბერს, 12 საათზე გელოდებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ღია კარის დღეზე. გაიგე მეტი:

ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის შესახებ, 

ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსების საბაკალავრო პროგრამის შესახებ,

საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის შესახებ, 

საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამების შესახებ მენეჯმენტისა და ფინანსების მიმართულებით, სადაც BTU-ს და პარტნიორი ბრიტანული უნივერსიტეტების პროგრამებით ისწავლით და ორ კვალიფიკაციასა და დიპლომს მიიღებთ.

ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის შესახებ, 

ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო მეგაკორპორაციების და მათთან ერთად მიმდინარე ინოვაციური პროექტების შესახებ, რომელშიც სტუდენტები მონაწილეობენ.

აბიტურიენტთა მოსამზადებელი ფაკულტეტის შესახებ.

გაიცანი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, დასვი შენთვის საინტერესო შეკითხვები და სწორად დაგეგმე მომავალი.