BTU-ში არსებულ კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიაში NATO-ს კიბერპლატფორმა განთავსდება.
12 სექტემბერი 2017
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში არსებულ კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიაში NATO-ს კიბერპლატფორმა განთავსდება.

სილიკონ ველი თბილისის სივრცეში არსებულ კიბერ უსაფრთხოების ლაბორატორიაში, ნატოს სამეკავშირეო ოფისის პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიბერ პლატფორმა განთავსდება.

პლატფორმის მიზანს კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, კიბერ შეტევებისა და თავდაცვის შესახებ განახლებული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების უზრუნველყოფა, არსებული რისკების პრევენცია და მიზნობრივი ჯგუფების გადამზადება წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში მოხდება ნატოს სამეკავშირეო ოფისის პროფესიული განვითარების პროგრამის საგანამანათლებლო სრტუქტურებთან დაახლოება და ახალი თაობის ჩართულობის ამაღლება მომავლის პროფესიების განვითარებაში.

იგეგმება საინფორმაციო ონლაინ პლატფორმის შექმნა, იმისთვის, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ შეძლოს კიბერ დანაშაულისგან თავდაცვის უნარიანობის ამაღლება და სატელეკომუნიკაციო საშუალებების მოხმარების დროს კიბერ ჰიგიენის დაცვა. პლატფორმის პრეზენტაცია 21 სექტემბერს სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცის გახსნაზე გაიმართება. ას სილიკონ ველი თბილისში განახორციელებს.