ირაკლი ღვალაძე
ირაკლი ღვალაძე - 1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით.
1995-2010 წლებში მუშაობდა სახელმწიფო ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე (დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მინისტრის მოადგილე, მინისტრი) 2010-2014 წლებში ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარედ.
2015 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე - აღმასრულებელი დირექტორი.
2011 წლიდან ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილიას სახელლმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესს სკოლა.
1997-2004 წლებში აქტიურად თანამშრომლობდა ექსპერტად საერთაშორისო ორგანიზაციებით (IFC, WORLD BANK, USAID, TASIC, GIZ) დაფინანსებულ პროექტებში.