მაია მელიქიძე
მაია მელიქიძე არის ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული - გლობალური სტრატეგიული მენეჯმენტის მიმართულებით.გარდა ამისა, მისი აკადემიური განათლება მოიცავს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალიზაციას და საერთაშორისო კორპორატიულ სამართალს. ამჟამად, ის იკავებს საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის თანამდებობას. 2004 – 2016 წლებში მაია მელიქიძე კერძო სექტორში იყო დასაქმებული. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Ernst & Young-ის უფროს აუდიტორად, სს „საქართველოს ბანკის“ საგადასახადო ანალიტიკოსად, სს „ლიბერთი ბანკის“ საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო აუდიტორთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსად.