F.A.Q
როგორ ხდება მობილობა და ვის აქვს მობილობის უფლება?
მობილობა ხდება საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების სამსახურის მიერ დადგენილი წესების და პროცედურების მიხედვით. მობილობის უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელმაც სტუდენტის სტატუსი კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა, ისწავლა შესაბამის საფეხურზე მინიმუმ ერთი წელი და რეგისტრაციის მომენტისათვის აქვს სტუდენტის სტატუსი. მობილობა 2017-2018 სასწავლო წელს ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში არ იქნება სწავლების არცერთ საფეხურზე. შიდა მობილობა: სტუნდეტს აქვს უფლება განცხადების საფუძველზე ერთი წლის მერე გადავიდეს სხვა პროგრამაზე.
გაქვთ თუ არა მოკლევადიანი კურსები?
ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს აქვს მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსები. დეტალური ინფირმაცია იხილეთ აქ: https://btu.ge/ka/stsavla-btu-shi/kursebi
რა პროგრამები აქვს BTU-ს?
უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება, უახლესი ციფრული ტექნოლოგიები გამოყენებული სწავლების პროცესში, მეწარმეობაზე დაფუძნებული სწავლება, ორი დარგის - ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინტეგრირება, სფეროს მოწინავე ექსპერტი პროფესორ/მასწავლებლები, უახლესი, ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, დასაქმების მრავალმილიონიანი პორტალი და საკუთარი სტარტაპის განვითარების უნიკალური შესაძლებლობა, მსოფლიოს ლიდერი პარტნიორი კომპანიები და მრავალი სხვა შესაძლებლობის გამოყენება, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შეუძლია. სასწავლო პროგრამები აგებულია აკადემიური და საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად. პირველივე სემესტრიდან, ნებისმიერი დისციპლინის სტუდენტისთვის, ინოვაციური პოტენციალის წახალისება უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტებში ინტენსიური ჩართულობით ხდება. პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: https://btu.ge/ka/stsavla-btu-shi/programebi
სწავლის საფასური და დაფინანსება
საბაკალავრო პროგრამების საფასური:

• ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი - 2250 ლარი
• ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები - 2250 ლარი
• საინფორმაციო ტექნოლოგიები - 2250 ლარი
• მენეჯმენტის საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამა - 6950 ლარი 3 წელი, 5900 ევრო მე-4 წელი.
• ფინანსების საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამა - 6950 ლარი

სამაგისტრო პროგრამის საფასური:
• ბიზნესის ადმინისტრირება და საინფორმაციო ტექნოლოგიები - 2250 ლარი

სადოტორო პროგრამის საფასური:
• ბიზნესის ადმინისტრირება - 2250 ლარი

თანხის გადახდასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://btu.ge/ka/stsavla-btu-shi/stsavlis-safasuri-da-dafinanseba
ჩაბარებასთან დაკავშირებული პროცედურები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივესრიტეტში ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით. ჩვენი კოდი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას: ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი - 1950101 ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები - 1950102 საინფორმაციო ტექნოლოგიები - 1950103 მენეჯმენტის საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამა - 1950101 ფინანსების საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამა - 1950102 ქართულ საბაკალავრო პროგრამებსა და საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამას აქვთ ერთი კოდი. BTU-ში მოხვედრის შემთხვევაში, უნივერსიტეტში რეგისტრირებისას მიუთითებთ რომელ პროგრამაზე გსურთ ჩარიხვა. მას გაუფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და დარეგისტრირდება მისთვის სასურველ პროგრამაზე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://btu.ge/ka/stsavla-btu-shi/chabarebasthan-dakavshirebuli-procedurebi
რა არის მოსამზადებელი ფაკულტეტი?
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აბიტურიენტებს მოამზადებს ეროვნული გამოცდებისთვის. უნივერსიტეტში მომზადებისას აბიტრიენტებს შეეძლებათ: სტუდენტური სერვისებით სარგებლობა, ინდივიდუალური მენტორობა, წვდომა სილიკონ ველი თბილისის სივრცეში გამართულ საერთაშორისო მასტერკლასებზე და სემინარებზე, კონსულტაცია კარიერულ დაგეგმვაში და მრავალი სხვა. თითო საგნის ღირებულება 115 ლარი თვეში. მოსამზადებელ ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ, BTU-სგან 15%-იან ფასდაკლებას მიიღებენ ისინი, ვინც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები პირველი არჩევანით გახდებიან. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ - https://btu.ge/ka/stsavla-btu-shi/abiturienttha-mosamzadebeli-fakulteti
რა არის საკვირაო სკოლა BTU KIDS ?
საკვირაო სკოლა ითვასიწინებს 10-15 წლის მოზარდთა განათლების ამაღლებას მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების საწყისებში, მათთვის მენეჯერული უნარების გამომუშავებას, პერსონალურ და სოციალურ განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას მეცნიერებისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ინტელექტუალური თამაშებითა და მათთვის სახალისო სწავლების მეთოდების გამოყენებით. საფასურია 100 ლარი თვეში. 2017-2018 სასწავლო წელს BTUKIDS არ იქნება.
ვინ მასწავლის?
იხილეთ აკადემიური პერსინალის პროფილები - https://btu.ge/ka/stsavla-btu-shi/akadpersonalis-profilebi