სამსახურები
ხარისხის უზრუნველყოფის მართვის სამსახური
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მართვის სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის მიზანია უზრუნველყოს სასწავლო პროგრამების სისტემური სრულყოფა და განვითარება, ხარისხზე ორიენტირებული სამეცნიერო აქტივობების წარმართვა და ხარისხის მართვის სისტემის შეფასება. სამსახური პირდაპირ დაქვემდებარებაშია უნივერსიტეტის რექტორთან.
სასწავლო პროცესის მართვის სამსახური
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ადმინისტრირებას და მასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას.


კვლევითი პროექტებისა და ინოვაციების სამსახური
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითი პროექტებისა და ინოვაციების სამსახური ფოკუსირდება კვლევებზე ციფრული ეკონომიკის, ციფრული მეწარმეობის და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით.
კვლევით პროექტებზე მუშაობენ ქვეყნის წამყვანი მეცნიერები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული მკვლევარები. კვლევითი პროექტების ფარგლებში, ცენტრი თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მსოფლიოს მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებთან და კვლევით ინსტიტუტებთან.
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე კვლევით პროექტებში. დამოუკიდებლად აირჩიონ მათთვის საინტერესო კვლევა, ჩაერთონ დაგეგმვის, განხორციელების და შედეგების ანალიზის პროცესში და გაიღრმავონ ცოდნა და უნარები.


საგარეო ურთიერთობების სამსახური
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის სამსახურის მიზანია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში წარდგენა და მისი როგორც რეგიონში წარმატებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების როლის გაძლიერება. ამ ყოველივეს უზრუნველყოფა ხდება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მონაწილეობით, საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობებით, ერთობილი კვლევების წარმოებით და საერთაშორისო ქსელებში გაერთიანებით.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციაა მოახდინოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პოზიციონირება განსხვავებული საზოგადოებრივ ჯგუფებში. სამსახური გეგმავს და იმუშავებს დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობის სტრატეგიებს და ახდენს უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტების ორგანიზებას, მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირებულობის ზრდას და სხვა.


ფინანსური სამსახური
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფინანსური სამსახურის ფუნქციაა უნივერსიტეტის ფინანსური პოლიტიკის, პროცედურების, ნორმების, წესების შემუშავება და განახლება და მისი ფინანსური რესურსების ეფეტურად მართვა; ასევე საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და შესყიდვების სამსახურის კოორდინირება.


ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითად ფუქციებს წარმოადგენს კადრების მართვის ერთიანი სტრატეგიისა და შესაბამისი პროგრამის შემუშავება და რეალიზება, საინფორმაციო ბაზის შექმნა, ადამიანური რესურსების სრულყოფა-განვითარების თანამედროვე სისტემის შექმნა, თანამშრომლების მოტივაციისა და კარიერის მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნა და სხვა.


კანცელარია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კანცელარიის სამსახურის ფუნქცია უნივერსიტეტში ერთიანი ეფექტური საქმის წარმოების უზრუნველყოფაა.


საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური უზრუნველყოფს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების ავტომატიზაციას, თანამედროვე საინფორმაციო სისტემების განვითარებას და სხვა.


ბიბლიოთეკა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი და დამატებითი ლიტერატურის ელექტრონულ კოლექციას, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, მიიღონ თანამედროვე განათლება და აწარმოონ ხარისხიანი კვლევები.  ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს სტუდენტების, მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალის წვდომას საერთაშორისო და ადგილობრივ რესურსებთან ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
ბიბლიოთეკა თანამშრომლობს ქართულ და საერთაშორისო საგამომცემლო სახლებთან, სისტემატიურად ანახლებს რესურსს ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების სახით.


იურიდიული სამსახური
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის მთავარი ფუნქციაა უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; უნივერსიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა; სამართლებრივი მექანიზმების მეშვეობით უნივერსიტეტის მიზნების განხორციელება და უნივერსიტეტის გამართული ფუნქციონირების სამართლებრივი უზრუნველყოფა.


ინფრასტრუქტურის მართვის სამსახური
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის მართვის სამსახური მართავს  უნივერსიტეტის საქმიანობის პროცესში გამოყენებულ ინფრასტრუქტურას და უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ინვენტარისა და სხვა მატერიალური ფასეულობის აღრიცხვასა და შეუფერხებელ მუშაობას.