პროგრამები
საბაკალავრო პროგრამები ხორციელდება ორი მიმართულებით: ბიზნესის ადმინისტრირება და საინფორმაციო ტექნოლოგიები

სამაგისტრო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები

სადოქტორო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება
ჩვენ შესახებ
სილიკონ ველი თბილისი პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, მრავალმილიონიან საერთაშორისო დასაქმების პლატფორმას, ბიზნეს ინკუბატორსა და აქსელერატორს, აიტი აკადემიას, მედიაცენტრს, სკოლას, კვლევით ცენტრს, ვირტუალური რეალობის ლაბორატორიას, გადამზადების ცენტრს, აუზსა და სპორტულ დარბაზებს.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ერთეულს, სივრცეს ინტეგრირდება ბიზნესი და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები. სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევარების გაერთიანებით, უნივერსიტეტში ხდება სწავლა, სწავლება, კვლევა.
უნივერსიტეტის ხედვა
ინოვაციების ხელშეწყობითა და მეწარმეობაზე დაფუძნებული სწავლებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ექნება მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებაზე და იმ გარემოზე, რომელშიც მოღვაწეობს.
უნივერსიტეტის მისია
შევთავაზოთ სტუდენტებს უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება, განვავითაროთ მათი ლიდერული და სამეწარმეო უნარ-ჩვევები; სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნისა და ბიზნესის მაღალ ტექნოლოგიებთან ინტეგრირების გზით, მივცეთ სტუდენტებს მოტივაცია და შესაძლებლობა გახდნენ კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც; სამეცნიერო ნაშრომების, იდეებისა და ინოვაციების გაცვლით, მოვახდინოთ ჩვენი პოტენციალის დემონსტრირება გლობალურ ბაზრებზე.
რეგისტრაცია
მოსამზადებელი ფაკულტეტი
ღონისძიება და პროექტები
სახელი *
მობილური*
enter your email*
აირჩიეთ კურსი*
სხვა კურსი
სახელი და გვარი
ელ-ფოსტა
მობილური
აირჩიეთ ღონისძიება
მოგვიყევით თქვენს შესაძლებლობებზე
პარტნიორები