მენეჯმენტის საერთაშორისო პროგრამა

 

პროგრამის პარტნიორები:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

Staffordshire University

ESERP Business School

 

საბაკალავრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი ხორციელდება ერთობლივად Staffordshire University-ის  (დიდი ბრიტანეთი), ESERP Business School-ისა (მადრიდი, ესპანეთი) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ.  პროგრამა საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულს მიიღოს ქართული და ბრიტანული განათლება ორ ქვეყანაში და მიიღოს შესაბამისი ორი დიპლომი.

 

Staffordshire University დაარსდა 1914 წელს როგორც მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრალური სკოლა და დღეს წარმოადგენს ბრიტანეთში ოფიციალურად აღიარებულ უნივერსიტეტს. ESERP-ი არის პრესტიჟული საგანმანათლებლო ერთეული, როგორც ესპანური ასევე საერთაშორისო აკრედიტაციით და 30 წლიანი გამოცდილებით. ESERP-ის ბიზნესის სკოლა ავტორიზებულია განახორციელოს ესპანური და ბრიტანული საუნივერსიტეტო და გამოყენებითი მაგისტრატურის პროგრამები.

 

პროგრამის მოცულობა - 240 (ECTS) კრედიტი. აქედან 180 კრედიტის მოცულობის კურსებს სტუდენტები გაივლიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სამი წლის განმავლობაში, ხოლო 60 (ECTS) კრედიტის კურსებს ისინი შეისწავლიან Staffordshire University-ს  პროგრამით მადრიდში ESERP-ის ბიზნეს სკოლაში.   პროგრამაზე მიღება ხორციელდება საერთო ეროვნული გამოცდებით. პირველი წელი ეთმობა ბიზნესის ადმინისტრირების შესავალი კურსებისა და ინგლისური ენის ინტენსიურ შესწავლას. სწავლის პერიოდში სტუდენტები ასევე ჩააბარებენ და მიიღებენ IELTS-ის საერთაშორისო სერტიფიკატს ინგლისურ ენაში. პროგრამაში ჩართულია პროფესიონალ ქართველ და ბრიტანელ ლექტორთა გუნდი საერთაშორისო აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილებით ორივე უნივერტიტეტიდან.

 

პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტს ენიჭება:

 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ გაცემული საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული ბაკალავრის დიპლომი კველიფიკაციით - ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში;

 

Staffordshire University-ის მიერ გაცემული საერთაშორისოდ აღიარებული ბაკალავრის დიპლომი შემდეგი კვალიფიკაციით: BA (Honors) Bachelor in Business Management.

 

საერთაშორისო პროგრამაზე სწავლის მსურველს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.  ამის დასადასტურებლად მან უნდა წარმოადგინოს ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი ან გაიაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენის ცოდნის დონის დასადგენად.
 

 

პროგრამის საფასურია 6950 ლარი პირველ, მეორე და მესამე წელს, 5900 ევრო მეოთხე წელს.

პროგრამის სტრუქტურა სემესტრების მიხედვით:

 

 

 

კანდიდატების რეგისტრაციის ფორმა: