ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან ერთად, აცხადებს სატრენინგო კურსს ციფრული მეწარმეობის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში შერჩეული იქნება 85 აპლიკანტი, რომელიც უფასოდ გაივლის გადამზადებას მობილური აპლიკაციების შექმნის, გრაფიკული დიზაინის, ციფრული მარკეტინგისა და ციფრული მეწარმეობის მიმართულებით.

 

ტრენინგი დაიწყება 3 აპრილს და გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში. კურსის დასრულების შემდგომ, პირველად საქართველოში, შეიქმნება ციფრული საწარმოები რომლის დამფუძნებლები და 100%-იანი წილის მფლობელები გადამზადებული ბენეფიციარები იქნებიან. პროექტის სასწავლო მასალად გამოყენებულია მსოფლიოს წამყვანი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა - Digital Business Academy.

 

 

პროექტში მონაწილეობისთვის შეირჩევიან აპლიკანტები რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საწყისებს და გაივლიან გასაუბრებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

 

გასაუბრების კრიტერიუმებია :

  • მოტივაცია
  • პროგრამაზე სწავლის პოტენციალი
უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნე კანდიდატებს. 
 
 

მონაწილეობის მსურველმა ყველა კანდიდატმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია.

 

რეგისტრაცია შესაძლებელია 2017 წლის 31 მარტამდე !