გაცვლითი პროგრამები

 

ჩვენი მისიაა შესაძლებლობა მივცეთ ყველა სტუდენტს, ჩაერთოს მეტ გაცვლით პროგრამაში.

 

სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, საკუთარი ცოდნის უცხოელი კოლეგებისთვის გაზიარება და ახალი ცოდნის შეძენა.

პროგრამების ინტერნაციონალიზაციის მიზნით, კურიკულუმში დავნერგეთ ინგლისური ენის სწავლება, ენის ნებისმიერი საფეხურის მცოდნე სტუდენტისთვის. ვთანამშრლომლობთ წამყვან უცხოურ უნივერსიტეტებთან და საქართველოში არსებულ დიპლომატიურ კორპუსთან.

სასწავლო პროგრამა პასუხობს ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებს, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ, სურვილის შემთხვევაში მარტივად მოახდინოთ ინტეგრირება უცხოურ უნივერსიტეტებში.

 

დეტალური ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების შესახებ მიიღეთ უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურში.