BTU Kids

 

შაბათ-კვირის სკოლა BTUKids-ის მიერ შექმნილი სასწავლო პროგრამა გულისხმობს 10 დან 15 წლამდე მოზარდთა გადამზადებას მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების საწყისებში, მათთვის მენეჯერული უნარების გამომუშავებას, პერსონალურ და სოციალურ განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას მეცნიერებისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. პროგრამის მიზანია მოახდინოს მსმენელის მიერ შეძენილი ცოდნის ინტეგრირება ციფრულ ტექნოლოგიებთან. პროგრამა მოიცავს 15 განსხვავებულ მოდულს, რომელიც ისწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით. მეთოდის თანახმად, მასწავლებელი არის მენტორი - ის წარუდგენს ჯგუფს პრობლემას ანალიზისათვის, ჯგუფი კი იწყებს იმ ახალი ცოდნის მოძიებას რომელიც კონკრეტული პრობლემის გადაჭრისათვის ესაჭიროება. მეთოდი განსხვავებულია ტრადიციული გაკვეთილისა და ლექციისაგან და შესაძლებლობას აძლევს მსმენელს მოახდინოს არსებული ცოდნის გააზრება, ახალი ცოდნის მოძიება, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობა, საკომუნიკაციო უნარების განვითარება, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და პრობლემის გადაჭრის ყველაზე ეფექტური გზების ძიება.

 

სასწავლო მოდულები:

 

  • ბიზნესის მართვა - ის რაც უფროსებმაც არ იციან;
  • კომპანიების მიმოხილვა - ვინ შეცვალა მსოფლიო?;
  • დროის მართვა - როგორ მოვასწროთ მეცადინეობაც და გართობაც?;
  • სწორი არჩევანის გაკეთება;
  • ინტერნეტი - კომუნიკაცია საზღვრებს გარეშე;
  • გართობა და მუშაობა სოციალურ მედიაში: როგორ გამოვიმუშავოთ ფული Facebook-ით, YouTube-ით, ბლოგინგით და ა.შ.;
  • რეკლამირება - როგორ მოვიყვანოთ ახალი კლიენტები და შევინარჩუნოთ ძველი?
  • ბრენდის შექმნა და ყველაზე ძვირადღირებული სახელები ბიზნესში;
  • ინოვაციები - უახლესი იდეები ბიზნესსა და ტექნოლოგიებში;
  • Microsoft YouthSpark - მოზარდის ტექნოლოგიური განვითარება 8 საათში;
  • NASA for Kids - სახალისო მეცნიერება;
  • თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები;
  • თამაშები და მობილური აპლიკაციები;
  • Viral Content: როგორ გავაცნოთ თავი მსოფლიოს;
  • ღონისძიებების დაგეგმვა და ციფრული ტექნოლოგიები;

 
კურსის ხანგრძლივობა: 30 კვირა.

კურსის მეორე ეტაპის დაწყების თარიღი: 21 იანვარი 2017 წ.

კურსის დასრულების თარიღი: 7 მაისი 2017 წ.

კურსის ფარგლებში შეკრება ჩატარდება ყოველ შაბათს და კვირას, 12:00 დან 14:00მდე, 14:00 დან 16:00 მდე.

კურსის ყოველთვიური საფასური: 100 ლარი

პროექტის პარტნიორები: Microsoft, Mercedes Benz