ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, როგორც ბრიტანული განათლების რეგიონულ სივრცეში, შეიქმნა ბრიტანული კლუბი აბიტურიენტებისთვის. კლუბის მიზანია გაზარდოს ცნობადობა უნივერსიტეტში არსებული საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამების შესახებ, რომელიც Oxford Brookes University-ს და Staffordshire University-ს ჩართულობით, ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულებით ხორციელდება.

 

იხილეთ ბმული:

 

 
კლუბის წევრობა შეუძლია ნებისმიერ აბიტურიენტს, რომელიც შეავსებს განაცხადის ფორმას.
 
 
კლუბის აქტივობების ფარგლებში იგეგმება ყოველთვიური შეხვედრები ბრიტანული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან, ბრიტანულ დამსაქმებელ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო პროგრამის განხორციელებაში ჩართულ პროფესორებთან და ტრენერებთან და სხვა, აბიტურიენტებისთვის საინტერესო კომპანიებთან.
 
კლუბის წევრთა რეგისტრაცია მიმდინარეობს მითითებულ ბმულზე:

 

კანდიდატების რეგისტრაციის ფორმა:

 

]