ფაკულტეტი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

ფაკულტეტის მიზანია მსოფლიოში აღიარებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. კონკურენტუნარიანი და მაღალკვალფიციური სპეციალისტების მომზადება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. სტუდენტზე ორიენტირებული აკადემიური გარემოს შექმნა, აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა და სტუდენტური კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე.

სტუდენტებისთვის შეთავაზებულია პროგრამები სამ საგანმანათლებლო საფეხურზე:
ბაკალავრიატი
მაგისტრატურა
დოქტორანტურა

ბაკალავრიატი

საბაკალავრო პროგრამები აგებულია აკადემიური მოთხოვნების შესაბამისად და ორიენტირებულია მეწარმეობაზე დაფუძნებულ სწავლებაზე. აღნიშნულით ვგულისხმობთ ნებისმიერი დისციპლინის სტუდენტისთვის, ინოვაციური პოტენციალის წახალისებას, მეწარმეობისა და მენეჯმენტის საბაზო უნარ - ჩვევების განვითარებას და მის ადაპტირებას ლოკალურ და საერთაშორისო ბაზრებზე. სტუდენტისთვის პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს გარემოსთან სწრაფ ადაპტირებასა და დასაქმებაში. საბაკალავრო პროგრამას აქვს ორი მიმარულება:

  • ბიზნეს ადმინისტრირება
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები

ამასთან, ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტი, მაინორ პროგრამის ფარგლებში შეისწავლის საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების სტუდენტი, მაინორ პროგრამის ფარგლებში ისწავლის ბიზნესის ადმინისტრირების ძირითად ფუნქციონალურ საკითხებს.

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის შეთავაზებულია ორი სპეციალობა:

  • მენეჯმენტი
  • ფინანსები

საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის შეთავაზებულია შემდეგი სპეციალობა:

  • საინფორმაციო ტექნოლოგიები

სასწავლო პროგრამის მიხედვით, ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტი, მაინორ პროგრამის ფარგლებში, იღებს საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაზო ცოდნას. საინფორმაციო ტექნოლოგიების სტუდენტი კი მაინორ პროგრამის ფარგლებში ეუფლება ბიზნესის ადმინისტრირების საბაზო ცოდნას.


მაგისტრატურა

სამაგისტრო პროგრამა ეხმარება კურსდამთავრებულს მიიღოს სიღრმისეული ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებში, რათა მათი გამოყენებით შეძლოს ბიზნესის წარმატებული მართვა. პროგრამა არის თვისობრივად უნიკალური, რათა წარმოადგენს ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სინთეზს. პროგრამა ხელი უწყობს კურსდამთავრებულს, სწავლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და უნარები წარმატებით დანერგოს პრაქტიკაში, წამოიწყოს და მართოს ინოვაციური ბიზნესი, დანერგოს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები ორგანიზაციაში მიმდინარე ბიზნეს პროცესებში და იყოს კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სამაგისტრო პროგრამის მიმართულებაა:

  • ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები

დოქტორანტურა

სადოქტორო პროგრამის მიზანია, მოამზადოს პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ განახორციელონ უახლეს მეთოდოლოგიებზე დამყარებული ინოვაციური კვლევები ბიზნესის მიმართულებით არსებული ცოდნის გაფართოებისა და ახალი ცოდნის შექმნის მიზნით. სადოქტორო პროგრამის მიმართულებაა:

  • ბიზნესის ადმინისტრირება

 

*პროგრამებთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ,,პროგრამების'' ბმულში