მიიღე მეტი

,,მიიღე მეტი - აირჩიე BTU’’ უნივერსიტეტის კონცეფციაა.

ყველა აბიტურიენტსა და სტუდენტს, პოტენციურ პარტნიორს და დაინტერესებულ პირს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სთავაზობს მეტს, ვიდრე მას შეუძლია მიიღოს სხვა ნებისმიერი ალტერნატივის არჩევის შემთხვევაში:

 

მიიღე მეტი - პროფესია

უნიკალური პროგრამა, ორი პროფესია ერთის ნაცვლად, ერთის ფასად:

ბიზნესის ადმინისტრირება და საინფორმაციო ტექნოლოგიები.

მიიღე მეტი - ცოდნა

მსოფლიოს წამყვანი მაღალტექნოლოგიური კომპანიების პროგრამები და სისტემები, გამოყენებული სწავლის პროცესში.

მიიღე მეტი - სამუშაო ადგილი

პარტნიორობა 100-ზე მეტ დამსაქმებელ კომპანიასთან

წვდომა ყოველდღიურად განახლებად 10 მილიონ სამუშაო პოზიციაზე მსოფლიოში.

მიიღე მეტი - გამოცდილება

ლექტორები - საქართველოს ლიდერი კომპანიების ტოპ მენეჯერები, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები.

მიიღე მეტი - ნაკლებ ფასად

ყველა პროგრამის ღირებულება - 2250 ლარი, პროგრამის პირველ ან/და მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში 15% ფასდაკლება, საუნივერსიტეტო სტიპენდია ყველა მაღალრეიტინგულ სტუდენტს.

მიიღე მეტი -  საერთაშორისო პრაქტიკა

ყველაზე მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის.

მიიღე მეტი - სტუდენტური სერვისი

სტუდენტური სააგენტოს მხარდაჭერა გასვლითი ღონისძიებებისა და ექსკურსიების მოწყობაში, საცხოვრებელი ადგილის მოძიებაში, ყველაზე სარფიან სტუდენტურ შეთავაზებებთან წვდომაში, კლასგარეშე აქტივობების წარმართვაში და სხვა.

მიიღე მეტი - კარიერული მხარდაჭერა

სტუდენტის ელექტრონული პორტფელი, დასაქმება და კარიერის ინდივიდუალური დაგეგმვა, ბიზნესის ინკუბატორი და პრეაქსელერატორი სტარტაპ იდეების მხარდასაჭერად, კურსდამთავრებულის კარიერული მხარდაჭერა.

მიიღე მეტი - საქმიანი კავშირები

პარტნიორობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე 100მდე უმსხვილეს ორგანიზაციასთან, სწავლებისა და სტუდენტების დასაქმების მიმართულებით.

მიიღე მეტი - ლიტერატურა

უფასო წვდომა მსოფლიოს საუკეთესო სამეცნიერო და სასწავლო მასალებზე, ურთიერთთანამშრომლობა და სპეციალური შეთავაზებები ,,ბიბლუსის’’ ქსელთან, სტუდენტური წვდომა გამომცემლობა ,,პალიტრა L’’-ის მიერ პროექტ ,,ლურჯი ოკეანეს’’ ფარგლებში გამოცემულ მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესლიტერატურასთან.

მიიღე მეტი - ჯანსაღი გარემო

ინფრასტრუქტურა, რომლის განვითარებაში მომდევნო სამი წლის განმავლობაში 18 მილიონი ლარი დაიხარჯება, განთავსებულია თბილისის ცენტრში, ეკოლოგიურად სუფთა სივრცეში, მოიცავს საფეხბურთო მოედანს, საცურაო აუზს, სპორტულ დარბაზს, ტირს, ეკოპარკს. 2020 წლამდე ინფრასტრუქტურას დაემატება სტუდენტური კამპუსი.

მიიღე მეტი - უსაფრთხოება

შენობა, აღჭურვილი უახლესი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით,  კამერებითა და 24 საათიანი დაცვის სისტემით, პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახი, ადაპტირებულიშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.