სილიკონ ველი თბილისი პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, მრავალმილიონიან საერთაშორისო დასაქმების პლატფორმას, ბიზნეს ინკუბატორსა და აქსელერატორს, აიტი აკადემიას, მედიაცენტრს, სკოლას, კვლევით ცენტრს, ვირტუალური რეალობის ლაბორატორიას, გადამზადების ცენტრს, აუზსა და სპორტულ დარბაზებს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ერთეულს, სივრცეს ინტეგრირდება ბიზნესი და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები. სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევარების გაერთიანებით, უნივერსიტეტში ხდება სწავლა, სწავლება, კვლევა.

უნივერსიტეტის ხედვა

ინოვაციების ხელშეწყობითა და მეწარმეობაზე დაფუძნებული სწავლებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ექნება მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებაზე და იმ გარემოზე, რომელშიც მოღვაწეობს.

უნივერსიტეტის მისია

შევთავაზოთ სტუდენტებს უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება, განვავითაროთ მათი ლიდერული და სამეწარმეო უნარ-ჩვევები; სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნისა და ბიზნესის მაღალ ტექნოლოგიებთან ინტეგრირების გზით, მივცეთ სტუდენტებს მოტივაცია და შესაძლებლობა გახდნენ კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც; სამეცნიერო ნაშრომების, იდეებისა და ინოვაციების გაცვლით, მოვახდინოთ ჩვენი პოტენციალის დემონსტრირება გლობალურ ბაზრებზე.

უნივერსიტეტის მიზანი

  • ბიზნეს ადმინისტრირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, მოვამზადოთ სტუდენტები, რომელიც ინოვაციურობით, პროდუქტიულობითა და სოციალური პასუხისმგებლობით მიაღწევენ წარმატებას;
  • შევქმნათ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების უწყვეტი ნაკადი, რომელთა მიერ გენერირებულ იდეებს ექნება მნიშვნელოვანი გავლენა ბიზნესზე, საზოგადოებასა და ტექნოლოგიებზე;
  • ვიქონიოთ ძლიერი სამეცნიერო კვლევითი ბაზა, რომელიც ორიენტირებული იქნება ინტერდისციპლინარულ და ახალ ტექნოლოგიურ კვლევებზე და ექნება კვლევითი პროდუქტიულობის მაღალი ხარისხი;
  • უზრუნველვყოთ უნივერსიტეტი მაღალი ხარისხის, უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამით და წარვმართოთ სწავლება პროფესიონალი აკადემიური პერსონალისა და პრაქტიკოსი სპეციალისტების ჩართულობით;
  • სტიმულირება გავუკეთოთ სასწავლო და სამუშაო აქტივობებს, წავახალისოთ მსხვილი კომპანიების ინტერაქცია სტუდენტებთან და მოწინავე პოზიცია დავიკავოთ, როგორც დასაქმებული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების რეიტინგში.

 

უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა