ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2017-2018 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე „ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები“.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმატებით უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი:

  1. საერთო სამაგისტო გამოცდის (ტესტის ტიპი B) ოთხი კომპონენტიდან, გადალახოს სამი კომპონენტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი
  2. ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში (იხილეთ ტესტის ნიმუში 1, აუდიო ფაილი 1, აუდიო ფაილი 2) ან წარმოადგინოს 2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი.
  3. ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში

შენიშვნა - კონკურსანტები, რომლებიც ვერ გაივლიან ინგლისური ენის საგამოცდო ეტაპს, არ დაიშვებიან შემდგომ ეტაპზე -  შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაზე.

კონკურსი მიმდნარეობს მხოლოდ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის შედეგების მიხედვით.

 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების პროცედურა და ვადები

 

საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 14 აგვისტოდან 25  აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე უნივერსიტეტის კანცელარიაში (ი.ჭავჭავაძის  გამზ. 82. ოთახი 101).

 

რეგისტრაციისას მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარადგინოს:

 

  • განაცხადი რექტორის სახელზე (ადგილზე);
  • პირადობის მოწმობა და მისი ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • 2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი;
  • ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათების ელექტრონული ვერსია (CD);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის - სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა - შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
  • შენიშვნა: საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა.

 

 სამაგისტრო საფეხურზე სწავლის ღირებულებაა 2250 ლარი წელიწადში

 

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა  ინგლისურ ენაში ჩატარდება 27 აგვისტოს

ინგლისური გამოცდის შედეგები განთავსდება ვებ გვერდზე 31 აგვისტოს

ინგლისური ენის სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს   1 სექტემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე  უნივერსიტეტის კანცელარიაში.

აპელაციის შედეგები განთავსდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე 2 სექტემბერს

 

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება 3 სექტემბერს

გამოცდის პირველადი შედეგები ვებ გვერდზე განთავსდება 8 სექტემბერს.

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 9 და 10 სექტემბერს  უნივერსიტეტის კანცელარიაში.

საბოლოო შედეგები აპელაციების გათვალისწინებით ვებ გვერდზე  განთავსდება 13 სექტემბერს

ინფორმაცია შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ზუსტი თარიღების და ადგილმდებარეობის შესახებ მაგისტრანტობი მსურველებს მიეწოდებათ რეგისტრაციისას.

 

ხელშეკრულებების გაფორმება

 

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს და მოიპოვებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების  უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ხელშეკრულება გაფორმდება:

 

  1. ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2017 წლის 14-15 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე (ი.ჭავჭავაძის გამზ. 82. ოთახი 101).

 

  1. სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2017 წლის 16-17 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე (ი.ჭავჭავაძის გამზ. 82. ოთახი 101).

 

სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები სპეციალობის გამოცდა (იხილეთ ტესტში შემავალი საკითხები):

 

გამოცდა ჩატარდება ტესტის სახით, სადაც წარმოდგენილი იქნება კითხვები ბიზნესის ადმინისტრირების ძირითადი ფუნქციონალური საკითხების - მენეჯმენტის, ფინანსების, მარკეტინგის, ასევე სტატისტიკისა და ეკონომიკის პრინციპების გარშემო.

იხილეთ ტესტში შემავალი საკითხები

 

ტესტი ტარდება იმისთვის, რომ უნივერსიტეტმა დაადგინოს აპლიკანტის ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და საჭიროების შემთხვევაში გადაანაწილოს შესაბამის ჯგუფში.

შეფასების სისტემა:

კანდიდატი ფასდება 100 ქულიანი სისტემით. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი დააგროვებს 51 ქულაზე, ანუ დადებით შეფასებაზე ნაკლებ ქულას, ის გამოირიცხება კანდიდატთა სიიდან. 

კანდიდატთა შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

 

გამოცდაში თითოეული მიმართულებით  წარმოდგენილი იქნება  10 ორქულიანი დახურული კითხვა (სულ 50 კითხვა), რომლის შესრულებისთვის აპლიკანტს ეძლევა 2 საათი. სწორი პასუხი 2 ქულა, არასწორი პასუხი 0 ქულა.