ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და საქართველოს ტურიზმის განვითარების ეროვნული ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

პარტნიორობა ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების წარმოების, საგანამანათლებლო პროგრამების შემუშავება-დანერგვის, ტურიზმის სფროში საინფორმაციო და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირების და საქართველოს ტურისტული დესტინაციების ციფრული მედიით მსოფლიოში პოპულარიზაციას გულისხმობს.

პროექტ #SHAREGEORGIA-ს ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემდეგ, საქართველოს ტურისზმის ეროვნული ადმინისტრაცია ერთვება. ,,გახდი საქართველოს ციფრული ელჩი’’ მოწოდებაა, რომელიც კამპანიის ფარგლებში გაჟღერდა და ქვეყნის გეოგრაფიული მრავალფეროვნებისა და სანახაობების ციფრულ მედიაში პოპულარიზაციას გულისხმობს.

#SHAREGEORGIA-ს კამპანიაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს.  საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ყველა სოციალური მედიის მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა გააზიაროს უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პოსტები ან  შექმნას საკუთარი ჰეშთეგით #SHAREGEORGIA.

პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას, სოციალური მედიის მომხმარებლების გარდა, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები მიიღებენ.

პროექტის პრეზენტაცია გაიმართება 22 ივნისს 11:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

მის: რუსტაველის გამზ. #11.