ფინანსების საერთაშორისო პროგრამა

 

პროგრამის პარტნიორები:

Oxford Brookes University

Association of Chartered Certified Accountants

Baker Tilly Georgia

 

პროგრამა ხორცილდება ბრიტანეთის ნაციონალური აღიარების საინფორმაციო ცენტრის (UK NARIC-UK National Recognition Information Centre) მიერ გაცემული ნებართვით.

 

 

საბაკალავრო პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტს მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება ფინანსების მიმართულებით და მოიპივოს ორი დიპლომი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა  და Oxford Brookes University-სგან. პროგრამა ხორციელდება საერთაშორისოდ აღიარებული ACCA სტანდარტების შესაბამისად.

სწავლების პროცესში ჩართული არიან მსოფლიოს ერთერთი ლიდერი აუდიტორული კომპანიის  ,,Baker Tilly’’-ს საქართველოს წარმომადგენლობის სპეციალისტები და ექსპერტები.

საბაკალავრო პროგრამა ოთხწლიანია და მოიცავს 240 კრედიტს, რომელშიც შედის საუნივერსიტეტო საგნები ზოგადი მოდულის სახით  (60 ECTS), ძირითადი სპეციალობის საგნები სავალდებულო და არჩევითი სტატუსით (150 ECTS) და კვლევითი პროექტი (30 ECTS).

 

 

პროგრამის სტრუქტურა:

ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსების პროგრამაში ინტეგრირებულია ACCA სტანდარტების შესაბამისი ინგლისურენოვანი კურსები*. რომელთა შესწავლას სტუდენტი იწყებს ინგლისური ენაში სათანადო კომპეტენციის მიღების  შემდეგ.

პირველი წელი საუნივერსიტეტო ზოგადი მოდულის საგნებთან ერთად ინგლისური ენის ინტენსიურ შესწავლას ეთმობა. მეორე წლიდან, პროგრამას ეტაპობრივად დაემატება ფინანსების 10 მოდული ინგლისურ ენაზე. მოდულების გავლა არის წინაპირობა, დიდ ბრიტანეთში, შესაბამისი გამოცდების დისტანციურად ჩასაბარებლად.

 

სწავლის ბოლო წელი ეთმობა კვლევისა და ანალიზის პროექტზე მუშაობას, რომელსაც სტუდენტი Oxford Brookes-ის უნივერსიტეტში წარადგენს შესაბამისი კვალიფიკაციის მისანიჭებლად.

 

შედეგად, სტუდენტს ენიჭება:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დიპლომი - ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსებში;

Oxford Brookes University დიპლომი - BSc (Hons) in Applied Accounting;

ACCA ყველა საფეხურის შესაბამისი სერტიფიკატი.

 

საერთაშორისო პროგრამაზე სწავლის მსურველს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.  ამის დასადასტურებლად მან უნდა წარმოადგინოს ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი ან გაიაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენის ცოდნის დონის დასადგენად.

 

 

პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია: 6950 ლარი 

 

ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსების პროგრამაში ინტეგრირებული სტრუქტურა:

 

 

კანდიდატების რეგისტრაციის ფორმა:

 

]

ჩვენი
პარტნიორები